საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 70 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2009
მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 25 ნოემბრის N 70 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2009 წლის 25 ნოემბრის N 70 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:
ა) შპს ”გიჩა”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს № 406/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-სთვის ნუმერაციის რესურსის 009 მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);
2. კომისიის 2009 წლის 25 ნოემბრის N 70 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა . სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
