წვდომის მენიუ

N 638/22, 25-27 ნოემბერი, 2009 წელი - „შპს ”გიჩა” - სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს N406/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის, შპს „გიჩასთვის“ ქ.თბილისში ნუმერაციის რესურს

ნომერი: 638 / 22

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 16, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (23.10.2009 N7/426-09) მიმართა შპს „გიჩამ“ საქართველოს მასშტაბით ნუმერაციის რესურსის 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) მინიჭებასთან დაკავშირებით საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად და შპს „სამედიცინო სამსახურის 009“-მ ნუმერაციის რესურსის 009 (19.11.2009 N7/463-09) მინიჭებასთან დაკავშირებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის  2009 წლის 21 აგვისტოს  №406/7 გადაწყვეტილებით, შპს ”გიჩას” მიენიჭა ნუმერაციის რესურსი 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, ქ.ფოთში. განცხადებაში შპს „გიჩა“ ითხოვს, ნუმერაციის რესურსის 0-0-9 მინიჭებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სამედიცინო სამსახური 009“-ს კომისიის 2007 წლის 22 ივნისის N342/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული ჰქონდა ნუმერაციის რესურსი 009 დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით 1 წლის ვადით, საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, ქ.თბილისში. განცხადებაში შპს „სამედიცინო სამსახური 009“ ითხოვს ნუმერაცის რესურსის 009 კვლავ მინიჭებას.

კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც შპს ”გიჩა”, ასევე შპს ”სამედიცინო სამსახური 009” ითხოვს ნუმერაციის რესურსის 009 (ნული-ნული-ცხრა) გამოყოფას, შპს „გიჩა“ საქართველოს მასშტაბით, რაც შეეხება შპს „სამედიცინო სამსახურ 009“-ს, განმცხადებელს არ აქვს დაკონკრეტებული თუ სად ითხოვს აღნიშნული ნუმერაციის რესურსის მინიჭებას.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 25 ნოემბრის კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ შპს „სამედიცინო სამსახური 009“-ს წარმომადგენლები. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადებულა შპს „გიჩას“ წარმომადგენელი.

შპს „სამედიცინო სამსახური 009“-ს წარმომადგენელმა დააზუსტა მოთხოვნა და აღნიშნა რომ კომპანიას ნუმერაციის რესურსი 009 ესაჭიროება ქ.თბილისში. იგი უკვე წლების მანძილზე ფლობს და სარგებლობს აღნიშნული ნუმერაციის რესურსით, კომპანიისთვის აღნიშნული ნუმერაციის რესურსით სარგებლობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მისთვის 009-ს მინიჭებაზე უარის თქმა გამოიწვევს „სამედიცინო სამსახური 009“-ს საქმიანობის პარალიზებას და კომპანიას მიაყენებს უდიდეს მატერიალურ ზიანს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ აღნიშნული ნუმერაციის რესურსის რეკლამაში დახარჯულია საკმაოდ სოლიდური თანხები და შპს „სამედიცინო სამსახური 009“-ს იდენტიფიცირება უშუალოდ არის დაკავშირებული ნუმერაციის რესურსთან 009.

კომისიამ იმსჯელა რა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს დაინტერესებულ პირის განცხადება, ხოლო ადმინისტრაციული წარმოება იწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან. შპს ”გიჩამ” კომისიას განცხადებით მომართა 2009 წლის 23 ოქტომბერს (კომისიაში რეგისტრაციის №7/426-09), ხოლო შპს ”სამედიცინო სამსახურმა 009”-მ 2009 წლის 19 ნოემბერს (კომისიაში რეგისტრაციის №7/463-09). შესაბამისად, შპს ”გიჩას”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება კომისიაში დაიწყო 2009 წლის 23 ოქტომბერს, ხოლო შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-ს განცხადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება - 2009 წლის 19 ნოემბერს. 

გამომდინარე იქიდან, რომ როგორც შპს „გიჩა“, ასევე შპს „სამედიცინო სამსახური 009“ ითხოვენ ნუმერაციის რესურსის 009 მინიჭებას, კომისია უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მისთვის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გულისხმობს, იმას, რომ კომისია უფლებამოსილია საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

კომისიას მიაჩნია, რომ ამოწურვადი რესურსის, მათ შორის ნუმერაციის რესურსის მართვა და ეფექტურად გამოყენების უზრუნველყოფა, რაც ასევე გულისხმობს არაავტორიზებადი საქმიანობისთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭებას, წარმოადგენს კომისიის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად.  ნუმერაციის რესურსის მინიჭებისას, კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ  აღნიშნულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს საჯარო ინტერესების შელახვის საშიშროება და საჭიროა გათვალისწინებულ  და დაცულ იქნას მხოლოდ შპს „გიჩასა“ და შპს „სამედიცინო სამსახურის 009“-ს კერძო ინტერესები.

კომისია აღნიშნავს, რომ როგორც შპს „გიჩას“ ასევე შპს „სამედიცინო სამსახურის 009“-ს განცხადება აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, შპს „სამედიცინო სამსახური 009“-ს მიერ განცხადების დაზუსტების შემდეგ. კერძოდ, განცხადებები შედგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და ორივე კომპანია ნუმერაციის რესურსის მინიჭებას ითხოვს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაავტორიზებადი საქმიანობის განხორციელების მიზნით.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით და იმ მიზნით, რომ მხარეებს შორის შესაძლებელია მიღწეულ იქნას შეთანხმება,  მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად,  კიდევ ერთხელ მოწვეული ყოფილიყო შპს „გიჩას“ წარმომადგენელი, რათა გარკვეულიყო ორივე კერძო სუბიექტის კანონიერი ინტერესის დასაბუთებულობის ფარგლები. შესაბამისად, საკითხის განხილვა გაგრძელდა კომისიის 2009 წლის 27 ნოემბრის სხდომზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „გიჩას“ წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი არ არის წინააღმდეგი, რომ ნუმერაციის რესურსი 009 ქ.თბილისში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, მიენიჭოს შპს „სამედიცინო სამსახურ 009“-ს, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე შპს „გიჩას“, იმ შემთხვევაში, თუ შპს „გიჩას“ ქ.თბილისში მიენიჭებოდა  ნუმერაციის რესურსი 0009.

კომისია აღნიშნავს, რომ ნუმერაციის რესურსი 0009 (ნული-ნული-ნული-ცხრა) წარმოადგენს თავისუფალ ნუმერაციის რესურსს და შესაძლებელია მიენიჭოს  შპს „გიჩას“ ქ.თბილისში არაავტორიზებადი საქმიანობისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლისა და   ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება  კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს  №406/7  გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიენიჭოს შპს ”გიჩას”-ს  ნუმერაციის რესურსი - 0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  2010 წლის - 21 აგვისტომდე, ქ.ფოთში, 2010 წლის 27 ნოემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ქ.თბილისის გარდა და ნუმერაციის რესურსი 0-0-0-9 (ნული-ნული-ნული-ცხრა) ქ.თბილისში 2010 წლის 27 ნოემბრამდე;”

2. მიენიჭოს შპს „სამედიცინო სამსახურს 009“-ს ნუმერაციის რესურსი  0-0-9 (ნული-ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით 2010 წლის - 27 ნოემბრამდე ქ.თბილისში;

3. შპს „სამედიცინო სამსახური 009“  არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

4.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, შპს „სამედიცინო სამსახური 009“-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში, შპს „სამედიცინო სამსახურ 009“-ს  არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

5.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების ასლების შპს ”გიჩა” -სა და შპს „სამედიცინო სამსახური 009“-სთვის გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

6.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

7.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „სამედიცინო სამსახური 009“-სა და შპს ”გიჩა”-სთვის ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ  დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

            კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები:                                                                ს.ბრიტანჩუკი

                                                                                                          კ.კვიტაიშვილი

                                                                                                          ა.სიხარულიძე

                                                                                                         ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები