წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 71 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 640 / 17

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 02, 2009

მიღების თარიღი ნოემბერი 27, 2009

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 27 ნოემბრის N 71 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და  მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  კომისიის 2009 წლის 27 ნოემბრის N 71 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”გიჩა”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 21 აგვისტოს № 406/7 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანისა და შპს ”სამედიცინო სამსახური 009”-სთვის ნუმერაციის რესურსის 009 მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ (მომხს.  კ. ყურაშვილი);

2. კომისიის 2009 27 ნოემბრის N 71 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                 ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                        ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                 კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                    ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები