საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 72 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 09, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 04 დეკემბრის N 72 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს დღის წესრიგის პროექტის მე-8 საკითხი (შპს ”ტექნონეტი”-ს სანქცირების შესახებ), კომისიის 11 დეკემბრის დღის წესრიგის პროექტში დაინტერესებული პირის გამოუცხადებლობის გამო;
2. კომისიის 2009 წლის 04 დეკემბრის N 72 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) სს ”გლობალ ერთისთვის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2008 წლის 10 ოქტომბრის №585/1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად ცნობისა და სს ”გობალ ერთის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N131, №N132 და №N133 ლიცენზიების გაუქმების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
ბ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ (მომხს. ი. ხარებავა - ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი).
3. კომისიის 2009 წლის 04 დეკემბრის N 72 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი. ჩიქოვანი
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა . სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
