წვდომის მენიუ

შპს “ კომუნიკაცია და სამართლისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 7 ნოემბრის № 668/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 65 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “კომუნიკაცია და სამართალმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ; ს.კ. № 206330362)  კომისიას მიმართა განცხადებით (№7/23-09; 22.01.09)  ქ.თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  413.425 მჰც და 418.825 მჰც სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული იყო კომისიის 2008 წლის  7 ნოემბრის  № 668/13  გადაწყვეტილებით.

   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   გაუქმებულ იქნას შპს “კომუნიკაცია და სამართლისთვის” ქ. თბილისში  და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 413.425 მჰც და 418.825 მჰც სიხშირეების მინიჭება, ხოლო  კომისიის 2008  წლის  7 ნოემბრის  № 668/13  გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად;

2.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “კომუნიკაცია და სამართლისთვის”    ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები