წვდომის მენიუ

ინდ.მეწარმე “ნანული კაიკაციშვილის” გაფრთხილების შესახებ

ნომერი: 653 / 18

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას.”

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, 2009 წლის 26 ნოემბერს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტში დასაქმებულ უფლებამოსილ პირთა მიერ (გ. რატიშვილი, ი.მახარაძე) განხორციელდა ავტორიზებული პირის ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილის” (ავტორიზაციის №21/2, მაუწყებლობის ტრანზიტი) საქმიანობის მონიტორინგი, შედგა შემოწმების აქტი №35 და 2009 წლის 26 ნოემბერს რეაგირებისათვის გადაეცა კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შემოწმება ჩატარდა კომისიაში და არა შესამოწმებელი ობიექტის განთავსების ადგილას.

შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ:

ა) ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილი” არის ავტორიზებული პირი (ავტორიზაციის №21/2, მაუწყებლობის ტრანზიტი), რომელიც ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, უფლებამოსილია უცვლელი სახით გადასცეს სამაუწყებლო არხები;

ბ) ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილს” ზემოაღნიშნული უფლება მოპოვებული უნდა ჰქონდეს ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების მფლობელთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

გ) ინდ. მეწარმე ნანული კაიკაციშვილს კომისიაში წარმოდგენილი არ აქვს სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების სათანადო წესით დამოწმებული ასლები;

დ) ზემოაღნიშნული ინფორმაცია კომისიის მიერ მოთხოვნილ იქნა 2009 წლის 15 სექტემბრის №04/2169-09 და 2009 წლის 16 ოქტომბრის  №04/2409-09 წერილებით.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, ხოლო ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ  ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების  შესრულებას. დეპარტამენტის განმარტებით “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად, რაც ამავე კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად,  სანქცირების საფუძველია.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ სანქცირების თაობაზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე, ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილს” გაეგზავნა წერილი (№04/2409-09  16.10.09) და ოფიციალურად მოეთხოვა კანონის შესრულება.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, გაფრთხილებისა და დაჯარიმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება კომისიის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დაინტერესებული მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის (დაზღვეული საფოსტო გზავნილით ან ტელეფონოგრამით) მომენტიდან. შეტყობინება უნდა შეიცავდეს:

ა) კომისიის სრულ დასახელებასა და იურიდიულ მისამართს;

ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს;

გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას;

დ) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას;

ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას;

ვ) მითითებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობის შესახებ.

           კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომა ჩაინიშნა 2009 წლის 4 დეკემბერს, 16 საათზე, მისამართზე: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18, რაზეც ინდ. მეწარმე ნანული კაიკაციშვილს 2009 წლის 26 ნოემბერს გაეგზავნა შეტყობინება და განემარტა, რომ კომისიის სხდომაზე განიხილება ავტორიზებული პირის (ავტორიზაციის №21/2, მაუწყებლობის ტრანზიტი) ინდ. მეწარმე ნანული კაიკაციშვილის სანქცირების საკითხი (ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღი - 26.11.09), მის მიერ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის გამო. მხარეს ასევე განემარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, ინდ. მეწარმე ნანული კაიკაციშვილს უფლება აქვს კომისიას წარუდგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები.

            საკითხის განხილვა შედგა კომისიის 2009 წლის 4 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილის” უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილის” მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცირების საფუძველს. კერძოდ, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს.

კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის განმარტებით, ვინაიდან ინდ. მეწარმე ნანული კაიკაციშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ არის სანქცირებული, შესაბამისად, აღნიშნული ავტორიზებული პირის მიმართ, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

კომისიამ სრულად გაიზიარა კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის სამართლებრივი დასაბუთება და საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის საუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ინდ. მეწარმე ნანული კაიკაციშვილის მიმართ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტების დარღვევის გამო, სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას გაფრთხილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი პუნქტის,  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიეცეს გაფრთხილება ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილს”„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის დარღვევის გამო;

2. უზრუნველყოს ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილმა” სატელევიზიო არხების საქართველოს ტერიტორიაზე რეტრანსლირების უფლებამოსილების დამადასტურებელი ხელშეკრულებების სათანადო წესით დამოწმებული ასლების კომისიაში წარმოდგენა ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში;

3.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) აღნიშნული გადაწყვეტილების ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილი”-სთვის დაუყოვნებლივ გაგზავნა და სანქციის გამოყენების თაობაზე ინფორმაციის კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრებში შეტანის უზრუნველყოფა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ინდ. მეწარმე ”ნანული კაიკაციშვილი”-სთვის ჩაბარების დღიდან;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარ                                                                    ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 . ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი                                                                                  . კვიტაიშვილი

კომისიის წევრი                                                                                  . სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                  . მოსეშვილ

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები