წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ

ნომერი: 660 / 21

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 14, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 04, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია“) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად

გადაწყვიტა:

1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის  ი. ხარებავას მიერ წარმოდგენილი ანგარიში   - კომისიის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) მოთხოვნათა შესრულების შესახებ (თან ერთვის);

2. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს კომისიის ანგარიში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებების შესრულების თაობაზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

   კომისიის თავმჯდომარე                                      ი. ჩიქოვანი

                კომისიის წევრი                                      ს. ბრიტანჩუკი

                 კომისიის წევრი                                     . სიხარულიძე

                კომისიის წევრი                                      კ. კვიტაიშვილი                               

              კომისიის წევრი                                        ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები