საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 73 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 22, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის N 73 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის N 73 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) შპს ”რკინიგზის ტელეკომს” და შპს ”საქრთველოს რკინიგზას”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N153 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (დ. კიკნაძე);
ბ) შპს ”რადიო საქართველო”-სთვის რადიოსიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
2. კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის N 73 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა . სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
