წვდომის მენიუ

შპს თურქულ ქართული ერთობლივი კომპანია ”ბლექ სი გრუპისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 664 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 11, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს თურქულ ქართულმა ერთობლივმა კომპანია ”ბლექ სი გრუპმა” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ; ს.კ. № 204477734) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/457-09, 17.11.09) ქ. თბილისში, ქ. გორში და სოფ. ქსანში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია გზების მშენებლობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს  თურქულ ქართული ერთობლივი კომპანია ”ბლექ სი გრუპის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს  თურქულ ქართულ ერთობლივ კომპანია ”ბლექ სი გრუპს” 406.275 მჰც,  406.500 მჰც, 411.275 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში და 406.325 მჰც, 411.625 მჰც სიხშირეები  ქ. გორში და სოფ. ქსანში ერთი წლის ვადით  ოპერატიული  რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს თურქულ ქართული ერთობლივი კომპანია ”ბლექ სი გრუპისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს  თურქულ ქართული ერთობლივი კომპანია ”ბლექ სი გრუპისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  თურქულ ქართული ერთობლივი კომპანია ”ბლექ სი გრუპისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები