საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 24 აპრილის № 221/5 გადაწყვეტილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 23, 2009
მიღების თარიღი დეკემბერი 16, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2008 წლის 24 აპრილის მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N221/5“ შპს “ლუნეტ”-სა და სს “საქართველოს გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანია”-ს შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N105 ლიცენზიის გადაპირების შესახებ“, რომლის შესაბამისადაც, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N105 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები პირდაპირი გადაპირების წესით გადაეცა სს „გაერთიანებულ ტელეკომს“.
კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებულ იქნა უზუსტობა, კერძოდ სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ გადაპირების მომენტისათვის „შპს ”ლუნეტი”-ს მიერ შესრულებულია კომისიის 2007 წლის 28 სექტემბრის №548/1 გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) გადახდის ვალდებულება“, მაგრამ შპს „ლუნეტს“ ბოლომდე არ ჰქონდა შესრულებული კომისიის 2007 წლის 28 სექტემბრის N548/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, კერძოდ კომპანიის მიერ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის დარჩენილ, გადაუხდელ თანხას შეადგენდა 4,593.75 ლარი, რომელიც ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა 2008 წლის 28 სექტემბრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაპირება არის ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ. შპს ”ლუნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1 ქვეუნქტის და კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №221/5 გადაწყვეტილების შესაბამისად, განხორციელდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N105 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სს ”გაერთიანებულ ტელეკომზე” სრულად გადაცემა. შესაბამისად, სს „გაერთიანებულ ტელეკომზე“ სრულად გადავიდა ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N105 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები, მათ შორის ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 4,593.75 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება, რაც თავის მხრივ, სამოტივაციო ნაწილში დაშვებული უზუსტობის გამო, არ ასახულა კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №221/5 გადაწყვეტილებაში.
საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2009 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელი. კომისიის სხდომაზე სს „გაერთიანებული ტელეკომის“ წარმომადგენელს ბატონ ლ.გიორგაძეს განემარტა კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N221/5 გადაწყვეტილებაში დაშვებული უზუსტობის შესახებ და ამ უკანასკნელმა განაცხადა თანხმობა, ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N105 ლიცენზიიდან გამომდინარე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დაჩენილი ნაწილის 4,593.75 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში დაუყოვნებლივ გადახდაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა შევიდეს ცვლილება, კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №221/5 გადაწყვეტილებაში და სს „გაერთიანებულ ტელეკომმა“ უნდა უზრუნველყოს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N105 ლიცენზიიდან გამომდინარე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის 4,593.75 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში დაუყოვნებლივ გადახდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №221/5 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და მისი მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2007 წლის 28 სექტემბრის №548/1 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის შესაბამისად, შპს „ლუნეტს“ დაეკისრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (11,025.00 თერთმეტი ათას ოცდახუთი ლარი) საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება გადაწყვეტილებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად. შპს „ლუნეტის“ მიერ საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის გადასახდელ დარჩენილ თანხას შეადგენს - 4,593.75 ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პ) ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაპირება არის ლიცენზიის მფლობელის მიერ მის მფლობელობაში არსებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების ამ კანონით გათვალისწინებული წესით ნაწილობრივი ან სრული დათმობა სხვა პირის სასარგებლოდ და შპს ”ლუნეტის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.1 ქვეუნქტი ითვალისწინებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N105 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სს ”გაერთიანებულ ტელეკომზე” სრულად გადაცემას, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი გადაუხდელი ნაწილის 4,593.75 ლარი გადახდის ვალდებულება უნდა დაეკისროს სს „გაერთიანებულ ტელეკომს“.
2. შევიდეს დამატება კომისიის 2008 წლის 24 აპრილის №221/5 გადაწყვეტილებიაში და გადაწყვეტილების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ) ქვეპუნქტი:
„ვ) უზრუნველყოს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“, კომისიის 2007 წლის 28 სექტემბრის №548/1 გადაწყვეტილებითა და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N N105 ლიცენზიიდან გამომდინარე, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 4,593.75 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში დაუყოვნებლივ გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიაში წარმოდგენა გადახდან 3 სამუშაო დრის ვადაში.
3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ჩაბარების დღიდან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრები კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
