წვდომის მენიუ

სს “საქართველოს სახალხო ბანკისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 684 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”საქართველოს სახალხო ბანკმა”  (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ, ს.კ. № 203828304) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/475-09; 25.11.09) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გათვალისწინებულია ბანკის თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  სს ”საქართველოს სახალხო ბანკის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს სს ”საქართველოს სახალხო ბანკს” ერთი წლის ვადით სიხშირე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით, ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”საქართველოს სახალხო ბანკისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის  უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.      კანონმდებლობის    ცვლილების    შემთხვევაში    სს ”საქართველოს სახალხო ბანკისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”საქართველოს სახალხო  ბანკისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები