წვდომის მენიუ

შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 688 / 13

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-მ (რეგისტრირებული  მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მიერ, ს.კ. № 245432544) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის N 7/479-09, 27.11.09) ქ. თბილისში და ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ნავთობპროდუქტების გადატვირთვისა და შენახვის პროცესში თანამშრომლებს შორის  ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ბათუმი ოილ ტერმინალის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-ს 151.550 მჰც, 157.725 მჰც სიხშირეები ქ.თბილისში და 153.350 მჰც, 153.450 მჰც, 153.650 მჰც, 157.450 მჰც, 157.550 მჰც, 157.650 მჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ბათუმი ოილ ტერმინალ ლტდ“-სთვის   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები