შპს “ორბისთვის - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ორბმა - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სკ. № 202455066) კომისიას მიმართა განცხადებებით (№ 7/18-09; 20.01.09 და № 7/38-09; 03.02.09) ქ. თბილისის და ქ. მარნეულის ტერიტორიებზე (დაცვითი საქმიანობისთვის) მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს “ორბს - უძრავი და მოძრავი ქონების დაცვა” ერთი წლის ვადით 159.700 მჰც, 165.800 მჰც, 413.150 მჰც, 418.400 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ხოლო 155.150 მჰც, 162.200 მჰც და 442.675 მჰც სიხშირეები ქ. მარნეულში ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;
2. აღირიცხოს შპს “ორბისთვის - ურავი და მოძრავი ქონების დაცვა” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);
3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ორბისთვის - ურავი და მოძრავი ქონების დაცვა” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს “ორბისთვის - ურავი და მოძრავი ქონების დაცვა” ჩაბარებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
