წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N 619/13 გადაწყვეტილების დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნომერი: 694 / 19

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 28, 2009

მიღების თარიღი დეკემბერი 18, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 8/130-09, 03.12.09)  მაღალსიხშირული მოწყობილობების ახალ მისამართზე გადატანის თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ 2009 წლის 20 ნოემბრის № 619/13 გადაწყვეტილებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მინიჭებული აქვს სიხშირეები ამავე გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული ჩამონათვალის მიხედვით. ვინაიდან, აშშ-ს საელჩო შპს ”კავკასუს ონლაინთან” დაკავშირებულია ამ გადაწყვეტილების დანართით განსაზღვრული სიხშირული წყვილებით, შპს ”კავკასუს ონლაინის” ახალ მისამართზე (თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №71) გადასვლასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  ითხოვს ცვლილების შეტანას კომისიის № 619/13 გადაწყვეტილების დანართში, მისთვის მინიჭებულ სიხშირეთა  ახალი მიმართულების მითითებით.     

კომისია აღნიშნავს, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის №619/13 გადაწყვეტილების დანართში, კერძოდ შეიცვალოს დანართში გათვალისწინებული შპს ”კავკასუს ონლაინის”  ძველი მისამართი (თბილისი, რუსთაველის 31) ახალი მისამართით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №71).

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე  მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 20 ნოემბრის N 619/13 გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის), კერძოდ დანართში გათვალისწინებული შპს ”კავკასუს ონლაინის”  ძველი მისამართი (თბილისი, რუსთაველის 31) შეიცვალოს ახალი მისამართით (თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. №71).

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე); 

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის საქართველოში  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები