წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 77 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 700 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009

 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის N 77 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   გადატანილ იქნეს დღის წესრიგის პროექტის მე-13 საკითხი (სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ), კომისიის 2009 წლის 30 დეკემბრის დღის წესრიგის პროექტში;

2. კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის N 77 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის № 695/16 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ (ნ. ნიჟარაძე);

3. კომისიის 2009 წლის 25 დეკემბრის N 77 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

4. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                        

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი

ს.  ბრიტანჩუკი

კომისიის წევრი    

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი   

ა . სიხარულიძე

კომისიის წევრი    

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები