წვდომის მენიუ

უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 702 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 12, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2003  წლის 27 აგვისტოს N 5ა/8-149 დადგენილებით; ს.კ. № 205011609) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/495-09; 08.12.09) ახალციხისა და გარდაბნის რაიონებში მეტრულ და დეციმეტრულ  დიაპაზონებში სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები განსაზღვრულია თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ  უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედ საქართველოს” 136.900 მჰც, 136.950 მჰც,  415.200 მჰც, 408.400 მჰც და 408.275 მჰც სიხშირეები, ახალციხისა და გარდაბნის რაიონებში ერთი წლის ვადით, ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.    აღირიცხოს უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის”  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა)  ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედი საქართველოსთვის”   ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

          კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი        

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები