წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მომხმარებელ ი. ხახუტაშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ლაგს” შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალუ

ნომერი: 708 / 23

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 11, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას 2009 წლის 3 დეკემბერს მიმართა (წერილი N9/163-09) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა  მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა (შემდგომში ”საზოგადოებრივი დამცველის სამსახური”) მოთხოვნით, შპს ”ახალი ქსელების”  მომხმარებელის (აბონენტის) ი. ხახუტაშვილის  განცხადების საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით.

       საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოთხოვნაში აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ დამცველის სამსახურს განცხადებით (01.10.2009) მიმართა შპს ”ახალი ქსელების”  მომხმარებელმა ი. ხახუტაშვილმა (მცხ. ქ. თბილისი, გურილეის ქ №19, ტელ: 324314), რომელშიც იგი სადაოდ ხდის შპს ”ახალი ქსელების”  მიერ მისთვის ტელეფონის ნომრის 324314 გათიშვის კანონიერებას;

     მოქალაქე ი. ხახუტაშვილი განაცხადში აღნიშნავს, რომ იგი არის შპს ”ახალი ქსელების” აბონენტი, ამასთან, აბონენტსა და შპს ”ახალ ქსელებს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას არ აქვს უფლება შეუზღუდოს მომხმარებელს მომსახურება მომხმარებლის სხვა კომპანიისადმი არსებული დავალიანების გამო. კერძოდ, ი. ხახუტაშვილი აღნიშნავს, რომ მას 2008 წლის თებერვალში გააჩნდა დავალიანება შპს ”ლაგის” მიმართ 40 ლარის ოდენობით, რაც მომხმარებელმა 2008 წლის 24 თებერვალს დაფარა, თუმცა შეგნებულად არ გადაუხდია შპს ”ლაგის” მიერ მომსახურების აღსადგენად მოთხოვნილი 5 ლარი ”ჩართვის” ღირებულება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შპს ”ლაგისადმი” არსებული დავალიანების გამო, შპს ”ახალმა ქსელებმა” ორმხრივად გაუთიშა საკუთარი სატელეფონო მომსახურების მიწოდება აბონენტს.

     საზოგადოებრივი დამცველის სამსახური მოითხოვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისიაში დაიწყოს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება და აღნიშნულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ მომხმარებელ ი. ხახუტაშვილის ინტერესების დასაცავად. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხი კომისიის მიერ განხილულ უნდა იქნას, რადგან კომპანიებს შორის არსებული ხელშეკრულებებით ირღვევა მომხმარებლის უფლებები.

     ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-5 პუნქტის, ,,ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავის  შესაბამისად,  კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.   დაიწყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2009 წლის 3 დეკემბრის N9/163-09  მომართვის საფუძველზე, ერთი მხრივ, მოქალაქე ი. ხახუტაშვილსა და მეორე მხრივ, შპს ”ახალ ქსელებსა” და შპს ”ლაგს”  შორის დავის განხილვის მიზნით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება;

2.   საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის სპეციალისტი ნ. შოვნაძე ფორმალურ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართულ იქნას მხარედ  - შპს ”ახალი ქსელების” მომხმარებელ მოქალაქე ი. ხახუტაშვილის ინტერესების დასაცავად, ხოლო მოპასუხე მხარეებად განისაზღვრონ შპს ”ახალი ქსელები” და შპს ”ლაგი”;

3.    საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართოს 2010 წლის 8 იანვარს  16.00  საათზე, შემდეგ მისამართზე: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18;

4.  დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა) ამ გადაწყვეტილების მხარეებისათვის დაგზავნა;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი);

6.  გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის  შესაბამისად.

კომისიის თავმჯდომარე                                         .ჩიქოვანი

კომისიის წევრები:                                                 .ბრიტანჩუკი

                                                                            .კვიტაიშვილი 

                                                                           .სიხარულიძე

                                                                           .მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები