წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 18 დეკემბრის №695/16 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ

ნომერი: 711 / 19

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2010

მიღების თარიღი დეკემბერი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2009 წლის 18 დეკემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №695/16, რომელშიც დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, გადაწყვეტილების პირველ პუნქტში 2009 წლის 18 იანვრის  ნაცვლად, მითითებული უნდა იყოს - 2010 წლის 18 იანვარი.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 59-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, კომისიამ

 გადაწყვიტა:

1. გასწორდეს კომისიის 2009 წლის 18 იანვრის №695/16 გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა  და გადაწყვეტილების პირველ პუნქტში სიტყვები ”2009 წლის 18 იანვრამდე” შეიცვალოს სიტყვებით ”2010 წლის 18 იანვრამდე” და შემდგომ როგორც ტექსტშია;

2.   დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების დაინტერესებული მხარისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში (www.gncc.ge);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი

                                                                                 კ.კვიტაიშვილი

                                                                                ა.სიხარულიძე

                                                                               ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები