საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის № 78 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 04, 2010
მიღების თარიღი დეკემბერი 30, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2009 წლის 30 დეკემბრის N 78 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-19 პუნქტების საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს დღის წესრიგის პროექტის მე-3 საკითხი (შპს ”მადის” სანქცირების თაობაზე) კომისიის 2010 წლის 12 იანვრის დღის წესრიგის პროექტში, ხოლო მე-4 საკითხი (კერძო მაუწყებლობის № 62 ლიცენზიის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ) 2010 წლის 08 იანვრის დღის წესრიგის პროექტში;
2. კომისიის 2009 წლის 30 დეკემბრის N 78 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
