წვდომის მენიუ

უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 74 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ უცხოური საწარმოს ფილიალმა (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედმა (საქართველო)” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2003  წლის 27 აგვისტოს N 5ა/8-149 დადგენილებით; ს.კ. № 205011609) კომისიას მიმართეს განცხადებით (№ 7/31-09; 28.01.09) საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მშენებარე მილსადენის ტრასის მიმდაბარე ტერიტორიაზე, რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის  დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია მომსახურე პერსონალს შორის ოპერატიული რადიოკავშირების განსახორცილებლად და გამოყენებული იქნება საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს უცხოური საწარმოს ფილიალს (წარმომადგენლობა) ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედს (საქართველო)” ერთი წლის ვადით 408.500 მჰც და 415.300 მჰც სიხშირეები, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.  აღირიცხოს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.   გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.  გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის უცხოური საწარმოს ფილიალი (წარმომადგენლობა)  ”სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია ლიმიტედისთვის (საქართველო)”   ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

          კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი      

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები