წვდომის მენიუ

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 76 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/41-09, 06.02.09), ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საინფორმაციო პროგრამების ოფისის თანამგზავრული კავშირით უზრუნველყოფის მიზნით, ქ. თბილისში მიწისზედა თანამგზავრული სადგურის ორი მიმართულებით (მიღება- D/L, გადაცემა-U/L) ფუნქციონირებისთვის, 30მჰც ზოლის სიგანის,  2 სამუშაო სიხშირის მინიჭების მოთხოვნით. 

  კომისია აღნიშნავს, რომ სიხშირეები 4095.0მჰც ± 15მგჰც  და  6920.0მჰც ± 15მგჰც  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კომისიის გადაწყვეტილებით (№13/13,12.01.07) მიენიჭა მეორადი გამოყენების უფლებით, ერთი  წლის  ვადით და  გათვალისწინებულია   გეოსტაციონალურ  ორბიტაზე, 570-ე მდებარე თანამგზავრთან რადიოკავშირისთვის. აღნიშნული სიხშირეები მდებარეობენ იმ სიხშირულ ზოლებში რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ რადიოსიხშირულ სპექტრის განაწილების  ეროვნული  გეგმის მიხედვით  და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU)  რადიორეგლამენტის შესაბამისად, ფიქსირებული (რადიოსარელეო ხაზები) და ფიქსირებული თანამგზავრული სამსახურების მიერ ეთდროული სარგებლობისთვის არის განკუთვილი. ამ შემთხვევაში, ურთიერთხელშეშლების წარმოქნის ალბათობის არსებობის გამო, სიხშირეების მინიჭება მეორადი გამოყენების უფლებით ხორციელდება.  სიხშირეები  გამოყენებული უნდა იქნეს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს   კანონის     471-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი   წესების 29-ე მუხლის  შესაბამისად,    კომისიამ  კენისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს   4095.0მჰც ± 15მგჰც  და 6920.0მჰც ± 15მგჰც  სიხშირეები, ქ. თბილისში, მიწისზედა თანამგზავრული რადიოკავშირის სადგურის ფუნქციონირებისთვის,  მეორადი გამოყენების უფლებით, (მეორადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებმა არ უნდა შეუქმნან ხელშეშლები პირველადი გამოყენების უფლებით მომუშავე სამსახურებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები. ამასთან ერთად არ შეიძლება მოითხოვონ იმ ხელშეშლებისგან დაცვა, რაც გამოწვეულია პირველადი გამოყენების უფლებით მოქმედი სამსახურების მხრიდან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ან შემდგომ მიენიჭებათ სიხშირეები)  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით ერთი წლის ვადით;

2.   აღირიცხოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე); 

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)  1 თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს. შავგულიძე);

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის    ჩაბარებისთანავე.                  

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                    ს.ბრიტანჩუკი                                                                                                            

კომისიის    წევრის  მოვალეობის შემსრულებელი                    ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრის  მოვალეობის შემსრულებელი                    კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები