წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების შეტანის შესახებ

ნომერი: 77 / 19

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს  ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანმა ტელეკომუნიკაციის ქსელმა - ფოპტნეტმა” კომისიას მომართა  განცხადებით (29.12.2008 წ.) და წარმოუდგინა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის”   პარტნიორთა კრების ოქმი (26.12.2008წ.) შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის”  შემადგენლობიდან სს ”ეგრისის” გასვლის და მის ნაცვლად (პარტნიორად) შპს ”სისტემ ნეტის” მიღების შესახებ. კომისიაში ასევე წარმოდგენილია სს ”ეგრისის” აქციონერთა კრების ოქმი (N1-10858, 20.10.08 წ.), რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება სს „ეგრისის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში და სს”ეგრისს” გამოეყო ახალი იურიდიული პირი - შპს ”სისტემ ნეტი”. სს ”ეგრისის” 2008 წლის 20 ოქტომბრის აქციონერთა კრების ოქმის მე-2 პუნქტის თანახმად სს ”ეგრისის” ყველა უფლება-ვალდებულება, საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონება, წილები სხვა იურიდიულ პირებში, ყველა ლიცენზია ან/და ნებართვა მთლიანად გადაეცა შპს ”სისტემ ნეტს”. იმის გათვალისწინებით, რომ სს ”ეგრისი” შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტში” იყო 45% წილის მესაკუთრე, შპს  ”სისტემ ნეტი” როგორც სს ”ეგრისის” უფლებამონაცვლე შევიდა შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” შემადგენლობაში პარტნიორად და 45%  წილის მესაკუთრედ;

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვან ტელეკომუნიკაციის ქსელ - ფოპტნეტს” კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია 2006 წლის 11 ოქტომბერს შემდეგ მომსახურებებზე: საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და სხვა საკომუნიკაციო მომსახურება;

კომისიას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში და შპს ”ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი - ფოპტნეტის” პარტნიორად და 45% წილის შესაკუთრედ სს”ეგრისის” ნაცვლად განისაზღვროს შპს „სისტემ ნეტი“;

2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                          ს. ბრიტანჩუკი

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                       ზ. ნონიკაშვილი       

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                       კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები