შპს „მაქსტელი“-სთვის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 9 იანვრის №01/8 გადაწყვეტილებით, შპს ”მაქსტელი” გამოცხადდა გამარჯვებულად სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში, კერძოდ, 193XXX - 197XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) სააბონენტო ნუმერაციის გამოყენებით ადგილობრივი საკომუნიკაციო მომსახურების განსახორციელებლად ქ. თბილისში;
კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით, შპს ”მაქსტელს”, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (10,500.00 - ათი ათას ხუთასი) 30%-ს 3,150.00 – (სამი ათას ას ორმოცდაათი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 1000.00 (ერთი ათასი ლარი) ლარი ანუ 2,150.00 (ორი ათას ას ორმოცდაათი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, 2009 წლის 9 თებერვლამდე გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაქსტელის” მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია 2150.00 (ორი ათას ას ორმოცდაათი) ლარი საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიეცეს შპს ”მაქსტელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის № N143 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) ნუმერაციის რესურსი: ქ.თბილისში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი - 193XXX - 197XXX (სულ 5000 სააბონენტო ნომერი) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2019 წლის 13 თებერვლამდე;
გ) ნუმერაციის რესურსის 10%-ს ათვისების ვალდებულება: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;
დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (10,500.00 - ათი ათას ხუთასი) დარჩენილი 70%-ის (7,350.00 - შვიდი ათას სამას ორმოცდაათი) გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773072;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის (7,350.00 შვიდი ათას სამას ორმოცდაათი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
612.50 ლარი - 2009 წლის 13 მარტამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 აპრილამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 მაისამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 ივნისამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 ივლისამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 აგვისტომდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 სექტემბრამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 ოქტომბრამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 ნოემბრამდე;
612.50 ლარი - 2009 წლის 13 დეკემბრამდე;
612.50 ლარი - 2010 წლის 13 იანვრამდე;
612.50 ლარი - 2010 წლის 13 თებერვლამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარებისა და ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”მაქსტელი”-სთვის ჩაბარების დღიდან;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ ) ერთი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
