შპს ”ბლექსი ტელეკომი”-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმისა და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 12 დეკემბერს ჩატარებული აუქციონის ჩაშლილად გამოცხადების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 20, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 13, 2009
აღნიშნული გადაწყვეტილებით “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად შპს ”ბლექსი ტელეკომს” განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ს - 586,688.40 (ხუთას ოთხმოცდაექვსი ათას ექვსას ოთხმოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 133,036.00 (ას ოცდაცამეტი ათას ოცდათექვსმეტი) აშშ დოლარის - კონვერტაციის შედეგად მიღებული 187,846.83 (ას ოთხმოცდაშვიდი ათას რვაას ორმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი ანუ 398,841.57 (სამას ოთხმოცდათვრამეტი ათას რვაას ორმოცდაერთი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება 2009 წლის 12 იანვრამდე.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ბლექსი ტელეკომი”-ს მიერ ერთი თვის ვადაში, 2009 წლის 12 იანვრამდე, არ იქნა გადახდილი ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შპს „ბლექსი ტელეკომი“-ს მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიამ დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა. “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად: ”ერთი თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ\". ასეთ შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბე-ს სახით გადახდილი თანხა.” გამომდინარე იქიდან, რომ 2009 წლის 12 დეკემბერს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ შპს „ბლექსი ტელეკომი“ და მის მიერ, არ იქნა შესრულებული კომისიის 2008 წლის 12 დეკემბრის N727/8 გადაწყვეტილებითა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულება, კომისიას მიაჩნია, რომ უარი უნდა ეთქვას შპს ”ბლექსი ტელეკომს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2008 წლის 12 დეკემბერს ჩატარებულ აუქციონი უნდა გამოცხადდეს ჩაშლილად.
“რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” მე-5 მუხლის მე-13 პუნქტისა და კომისიის 2008 წლის 12 დეკემბრის N727/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. უარი ეთქვას შპს ”ბლექსი ტელეკომს” რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე;
2. ჩაშლილად გამოცხადდეს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად 2009 წლის 12 დეკემბრეს ჩატარებული აუქციონი.
3. დაევალოს კომისიის პრესმდივანს (ხ.ყურაშვილი) აუქციონის შედეგების მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (ნ.ნიჟარაძე) აუქციონის მონაწილესთვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე (www.gncc.ge);
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის
მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
