ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI” -სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 25, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI”-მა (12.02.2009 N6/323-09) ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI”-ს განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლისთვის საინფორმაციო - ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად ესაჭიროება ციფრების ოთხნიშნა კომბინაციის ნუმერაციის რესურსი.
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისათვის.
გამომდინარე იქიდან, რომ ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI” ნუმერაციის რესურსი 8-0-5-6 (რვა-ნული-ხუთი-ექვსი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI”-ს ნუმერაციის რესურსი - 8-0-5-6 (რვა-ნული-ხუთი-ექვსი) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის 20 თებერვლამდე, ქ.თბილისში;
2. ინდ.მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;
3. კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, ინდ.მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI” არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
4. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის ინდ. მეწარმე ”ელგუჯა აფციაური-საბა XXI” -სთვის ჩაბარების დღიდან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს.ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ.ნონიკაშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ.კვიტაიშვილი
