წვდომის მენიუ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 86 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 24, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2009

       საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა კომისიას მიმართა წერილით გრიფით ”საიდუმლო” (№2/14-30ს, 09.02.09), რომელსაც თან ერთვის  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წერილი გრიფით ”საიდუმლო” (№14-ს, 26.01.09), საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი საჭიროებისთვის, სიხშირული ზოლის  მინიჭების მოთხოვნით.              

      კომისია აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურეობის მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს რადიოსიხშირეებს დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით, 1 წლის ვადით გამოყენებისთვის.

       საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274-ე და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და  ”საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად,  ერთხმად

გადაწყვიტა: 

1.    მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, საქართველოს ტერიტორიაზე, დაცვითი ღონოსძიებების განხორციელებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით  ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული ზოლი,  ერთი წლის ვადით;

2.      სახელმწიფო  საიდუმლოებად იქნას მიჩნეული ამ გადაწყვეტილების   დანართი;

3.    აღირიცხოს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის მინიჭებული სიხშირული ზოლი კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (ი. ხარებავა);

4.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის სიხშირული ზოლის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ)  1 თვის ვადაში;

6.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

7. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისთვის  ჩაბარებისთანავე.          

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                       ს.ბრიტანჩუკი                                                                                                            

კომისიის    წევრის                        

მოვალეობის შემსრულებელი                                                      ზ.ნონიკაშვილი

კომისიის    წევრის                              

მოვალეობის შემსრულებელი                                                      კ.კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები