წვდომის მენიუ

სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 87 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 06, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა” (რეგისტრირებული  მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიერ, ს.კ. № 208144079) კომისიას მიმართა განცხადებებით (№ 7/21-09 და № 7/22-09; 21.01.09 წ.) ქ. თბილისის და ქ. ბათუმის  ტერიტორიებზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

“ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს  სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტს” ერთი წლის ვადით 440.100 მჰც და 445.150 მჰც სიხშირეები ქ. თბილისის და ქ. ბათუმის ტერიტორიებზე ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს ”თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                         ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრის

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         ზ. ნონიკაშვილი       

            კომისიის წევრის                                                                              

            მოვალეობის შემსრულებელი                                                         კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები