წვდომის მენიუ

შპს ”სერვისლაინის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში შეტანის შესახებ

ნომერი: 88 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 20, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია, თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელიც აღნიშნულ ცვლილებებს ამ კანონით დადგენილ ვადაში და განსაზღვრული წესით ატარებს რეგისტრაციაში ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში; ხოლო ამავე მუხლის მ) ქვეპუნქტის თანახმად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს  ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების (ინდივიდუალური მეწარმისათვის – სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართები; იურიდიული პირისათვის – სა­ფირ­მო სა­ხელ­წო­დე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ-სა­მარ­თლებ­რივი ფორ­მა, ად­გილ­სამ­ყო­ფელი (იუ­რი­დი­ული მი­სა­მართი), სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, წარ­მო­მად­გენ­ლო­ბაზე უფ­ლე­ბამო­სი­ლი პი­რის სა­ხელი და გვარი;) შეცვლის შემთხვევაში, კომისიას წერილობით აცნობოს  ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან  7  სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები.

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სერვისლაინმა” კომისიას მიმართა განცხადებით (12.02.2009 წ.) და წარმოუდგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 07 სექტემბრის N12197/002-202359214 და 2008 წლის 13 თებერვლის N14680/002-202359214 ბრძანებები, რომელთა შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება შპს „სერვისლაინის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შეიცვალა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებლები.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სერვისლაინს” კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია 2007 წლის 26 დეკემბერს შემდეგ მომსახურებებზე: ადგილობრივ, საქალაქთაშორისო, საერთაშორისო, მობილური საკომუნიკაციო მოსახურება, ინტერნეტით მომსახურება და საკაბელო სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობა,  ასევე ფლობს რადიოსიხშირული სპექტრით და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს F43, F55, F70 და N134.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში და შპს „სერვისლაინის“ დირექტორად ნაცვლად ირაკლი ქავთარაძისა განისაზღვროს ინგა ბოგაჩევი;

2. შევიდეს ცვლილება კომისიის ავტორიზებულ პირთა და ლიცენზიების უწყებრივ რეესტრებში და შპს ”სერვისლაინის” შემადგენლობაში 70% წილის მესაკუთრედ განისაზღვროს კომპანია ”ლანდერლი ლიმიტედ (Bvi)”, ხოლო 30%  წილის მესაკუთრედ განისაზღვროს ირაკლი ქავთარაძე.

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს  (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                      ს. ბრიტანჩუკი  

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ზ. ნონიკაშვილი    

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები