შპს ”რადიოცენტრ პლუსის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009
მიღების თარიღი თებერვალი 20, 2009
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს კომისიას ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის პარტნიორის, აქციონერის, წევრის, დირექტორის ან გამგეობის წევრის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”რადიოცენტრ პლუსმა” კომისიას მიმართა განცხადებით, რომელსაც თან დაერთო 2009 წლის 10 თებერვლის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, რომლის შესაბამისადაც, განხორციელდა ცვლილება შპს ”რადიოცენტრი პლუსის” სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, კერძოდ შეიცვალა კომპანიის დირექტორი.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”რადიოცენტრი პლუსი” არის სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი და ფლობს კომისიის მიერ გაცემულ ლიცენზიას: N B51.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 32-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში და შპს ”რადიოცენტრი პლუსის” დირექტორად ნაცვლად გიორგი შამათავასი განისაზღვროს ზაზა ბუაძე;
2. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი ზ. ნონიკაშვილი
კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი კ. კვიტაიშვილი
