წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის N 10 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 96 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 02, 2009

მიღების თარიღი თებერვალი 25, 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა კომისიის 2009 წლის 25 თებერვლის N 10 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე

გადაწყვიტა:

1. 2009 წლის 25 თებერვლის N 10 კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი:

ა) შპს ”კოლხეთი 89”-ის სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში განხორციელებული  ცვლილებების საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ლიცენზიების უწყებრივ რეესტრში შეტანის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა – ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი).

2. 2009 წლის 25 თებერვლის N 10 კომისიის სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                      ს. ბრიტანჩუკი   

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     ზ. ნონიკაშვილი    

კომისიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი                                                     კ. კვიტაიშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები