საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 01 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010
მიღების თარიღი იანვარი 08, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 08 იანვრის N 01 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. კომისიის 2010 წლის 08 იანვრის N 01 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 2 (ორი) საკითხი:
ა) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამოცხადების შესახებ (მომხს. ი. თოდრია);
ბ) შპს ”გუდაური სქი რესორტისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
2. კომისიის 2010 წლის 08 იანვრის N 01 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა . სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი |
