საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის № 384/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010
მიღების თარიღი იანვარი 08, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 9/69-09, 23.12.09.) მიმართა მოქალაქე პავლე ზაბოლოტსკიმ (მცხ. ქ. ფოთი, ტექსელის ქ. № 4, კორპუსი 1, ბინა 19; საქართველოს მოქალაქის პირადი № 42001000185) სამოყვარულო რადიოკავშირების განსახორციელებლად, სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილის შეცვლის თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის № 384/7 გადაწყვეტილებით, რადიომოყვარულ პავლე ზაბოლოტსკის (სახმობი 4L1R) რადიოსადგურის განთავსების ადგილად მითითებული ჰქონდა ქ. ფოთი, სტალინის სანაპირო № 24. კომისიაში წარმოდგენილ განცხადებაში, პავლე ზაბოლოტსკი ითხოვს, რომ რადიოსადგურის განთავსების ადგილად მიეთითოს ქ. ფოთი, ტექსელის ქ. № 4.
კომისია აღნიშნავს, რომ შესაძლებელია დაკმაყოფილდეს რადიომოყვარულ პავლე ზაბოლოტსკის განცხადებაში აღნიშნული თხოვნა რადიოსამოყვარულო სადგურის განთავსების ადგილის შეცვლის თაობაზე და სამოყვარულო რადიოსადგურის განთავსების ადგილად განისაზღვროს ქ. ფოთი, ტექსელის ქ. № 4.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2006 წლის 8 სექტემბრის № 384/7 გადაწყვეტილებაში და მისი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. მიენიჭოს სახმობი რადიომოყვარულ პავლე ზაბოლოტსკის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისათვის დანართში (თან ერთვის) მითითებულ სიხშირულ დიაპაზონებში ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით:
|
რეგისტრაციის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი, ტიპი და № |
სახმობი |
კატეგორია |
|
E- 06 |
პავლე ზაბოლოტსკი |
ქ. ფოთი, ტექსელის ქ. № 4, ICOM IC-775DSP Ser N 01175; ICOM IC-756PRO Ser N 03311 |
4L1R |
“E” ექსტრა |
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ . თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);
4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის მოქალაქე პავლე ზაბოლოტსკისთვის ჩაბარებისთანავე.
კომისიის წევრი ს. ბრიტანჩუკი
კომისიის წევრი კ. კვიტაიშვილი
კომისიის წევრი ა. სიხარულიძე
კომისიის წევრი ი. მოსეშვილი
