წვდომის მენიუ

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 10 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 08, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” (რეგისტრირებული მსხვილ გადამხდელთა  საგადასახადო ინსპექციის მოერ  ს.კ. № 206103722) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/502-09, 10.12.09) ქ. თბილისში, ქ. გარდაბანში, ქ. რუსთავში და სოფ. საგურამოში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია გაზის ტრანსპორტირების პროცესში თანამშრომლებს  შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის”   მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას”  407.725 მჰც, 410.325 მჰც, 417.625 მჰც  და 418.475 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ქ. გარდაბანში, ქ. რუსთავში და სოფ. საგურამოში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

             კომისიის წევრი                                                                                ს. ბრიტანჩუკი        

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები