შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგი”-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF36 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ”გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა” კომისიას მომართა განცხადებით, ეთერში არსებული ხელშეშლების გამორიცხვის მიზნით, კომპანიის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF36 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და შესაბამისად ახმეტის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონებში სიხშირული ზოლის შეცვლის შესახებ.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ ფლობს რადიოსიხშრიული სპექტრით სარგებლობის NF36 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:
ა) ა.ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.294გჰც - 11.883 გჰც შემდეგ ქალქებსა და რაიონებში: ბათუმი, ქობულეთი, ფოთი, სამტრედია, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი;
ა.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, საგარეჯო, გურჯაანი, ახმეტა, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;
ა.გ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11.359გჰც – 11672გჰც და 12.228გჰც – 12.289გჰც ქ.თელავში და ყვარელში;
ბ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2016 წლის 1 დეკემბრამდე;
გ) ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენების ვალდებულება კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენულებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად;
კომისია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა (11.02.2010 N10/157-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ ახმეტის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს რაიონებში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF36 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული ზოლი 11,700 გჰც ÷ 12,289 გჰც, არსებული ურთიერთხელშეშლების გამორიცხვის მიზნით, შესაძლებელია შეიცვალოს ტოლფასი, 589 მჰც სიგანის შემდეგი თავისუფალი სიხშირული ზოლებით:
|
ახმეტა |
11083 მჰც ÷ 11672 მჰც |
|
დედოფლისწყარო |
12228 მჰც ÷ 12817 მჰც |
|
გურჯაანი |
11083 მჰც ÷ 11672 მჰც |
|
სიღნაღი |
11083 მჰც ÷ 11672 მჰც |
|
საგარეჯო |
12228 მჰც ÷ 12817 მჰც |
“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა წარმოადგენს ლიცენზიის მოდიფიცრების საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის სამსახურებრივ ბარათზე დაყრდნობით, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF36 ლიცენზიის მოდიფიცირება და შესაბამისად, ცვლილება-დამატების განხორციელება კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის 525/1 გადაწყვეტილებაში.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 53-ე მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. მოდიფიცირდეს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის № F36 ლიცენზია და კომისიის 2006 წლის 1 დეკემბრის N525/1 გადაწყვეტილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება-დამატება:
ა) გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11,700 - 12,289 გჰც შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ჭიათურა, მცხეთა, გორი, კასპი, ხაშური, ხარაგაული, ზესტაფონი, საჩხერე, თერჯოლა, ტყიბული, აბაშა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ხულო, ქედა, ხელვაჩაური, დუშეთი, ახალგორი, თიანეთი, ყაზბეგი, ონი, ამბროლაური, ლენტეხი, ცაგერი, მესტია, გალი, ოჩამჩირე, სოხუმი, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ცხინვალი, ბორჯომი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ნინოწმინდა;“
ბ) გადაწყვეტილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა.დ) ქვეპუნქტი:
„ა.დ) რადიოსიხშირული სპექტრი: 11083 მჰც ÷ 11672 მჰც - ახმეტის, გურჯაანისა და სიღნაღის რაიონებში; 12228 მჰც ÷ 12817 მჰც დედოფლისწყაროს და საგარეჯოს რაიონებში;“
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) მოდიფიცირებული სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის” ჩაბარების დღიდან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
