„შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 18 ნოემბრის N613/18 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2009 წლის 18 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება N613/18, რომლის შესაბამისადაც, შპს „ტელევიზია კახეთს“ დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა 5000.00 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, კერძოდ, ულიცენზიოდ (მინიჭების გარეშე) რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის. კომპანიას ასევე აეკრძალა 11.700 გჰც ÷ 12.200 გჰც სიხშირული სპექტრით სარგებლობა.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კომისიის მიერ არ იქნა გამოკვლეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის 2003 წლის 16 მაისის N205/1 გადაწყვეტილებით, შპს „აღორძინებას“ (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს „ტელევიზია კახეთი“) მიეცა ლიცენზია N1352, 10 წლის ვადით 2013 წლის 16 მაისამდე (2003 წელს მოქმედი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიები გაიცემოდა 10 წლის ვადით), რომელიც ითვალისწინებდა საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით ქ.ახმეტაში, ქ.თელავსა და ქ.ყვარელში კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N66/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს „ტელევიზია კახეთის“ N1352 ლიცენზია და კომპანიას მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების უფლება მიენიჭა შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: ახმეტა, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო.
2. კომისიის 2003 წლის 16 მაისის N209/13 გადაწყვეტილებით, შპს „აღორძინებას“ მიენიჭა 11.7 გჰც÷12.2 გჰც სიხშირული ზოლი. კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ვადა. ამავე დროს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ შპს „აღორძინებამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (07.03.2003), მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი“) გამოყენებით საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების განსახორციელებლად სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ და რომ შპს “აღორძინების“ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 11.7 გჰც ÷ 12.2 გჰც, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული ქსელის მოწყობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული სიხშირეების მინიჭება შპს ”აღორძინებაზე”, უშუალოდ არის დაკავშირებული კომისიის მიერ აღნიშნულ კომპანიზე 2003 წლის 16 მაისს, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე გაცემულ ლიცენზიასთან და შესაბამისად, სიხშირის მინიჭების ვადა განსაზღვრული იყო ლიცენზიის მოქმედების ვადით, ანუ 2013 წლის 16 მაისამდე. ამ შემთხვევაში, კომისია ვერ იხელმძღვანელებს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 53-ე მუხლის პიველი პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ამ წესების ამოქმედებამდე ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის სიხშირის მინიჭების მოქმედების ვადა განისაზღვრა ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით.
კომისია დამატებით მიუთითებს „შპს „ორბისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N536/1 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისადაც, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ორბზე“ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიული დანიშნულებით მინიჭებული სიხშირეები, (რომელთა მინიჭების ვადაც არ იყო განსაზღვრული კომისიის გადაწყვეტილებაში), უშუალოდ იყო დაკავშირებული კომისიის მიერ აღნიშნულ კომპანიაზე 2003 წლის 16 მაისს, მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო მომსახურებაზე გაცემულ ლიცენზიასთან და შესაბამისად, სიხშირის მინიჭების ვადა განისაზღვრა ლიცენზიების მოქმედების ვადით, ანუ 2013 წლის 16 მაისამდე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება აღარ ექვემდებარება ლიცენზირებას და ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით აღნიშნული მომსახურებისთვის გათვალისწინებულია ავტორიზაციის რეჟიმი. შპს „ტელევიზია კახეთს“ გავლილი აქვს ავტორიზაცია კომისიაში 2006 წლის 10 აპრილს, ავტორიზაციის N98/1.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობდა შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი და უნდა შეწყვეტილიყო ადმინისტრაციული საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 18 ნოემბრის N613/18 გადაწყვეტილების სათაურში, სამოტივაციო ნაწილის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 პუნქტებში და გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველ პუნქტში, ასევე ამოღებულ უნდა იქნას გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები.
”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-4 მუხლის მე-3 ნაწილისა და 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება კომისიის 2009 წლის 18 ნოემბრის N613/18 გადაწყვეტილების სათაურში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„შპს “ტელევიზია კახეთისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ“
2. შევიდეს ცვლილებები კომისიის 2009 წლის 18 ნოემბრის N613/18 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12 აბზაცებში და აღნიშნული აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად კომისია აღნიშნავს, შემდეგს:
1. კომისიის 2003 წლის 16 მაისის N205/1 გადაწყვეტილებით, შპს „აღორძინებას“ (რომლის სამართალმემკვიდრეა შპს „ტელევიზია კახეთი“) მიეცა ლიცენზია N1352, 10 წლის ვადით 2013 წლის 16 მაისამდე (2003 წელს მოქმედი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში ლიცენზიები გაიცემოდა 10 წლის ვადით), რომელიც ითვალისწინებდა საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობას მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით ქ.ახმეტაში, ქ.თელავსა და ქ.ყვარელში. კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N66/2 გადაწყვეტილებით მოდიფიცირდა შპს „ტელევიზია კახეთის“ N1352 ლიცენზია და კომპანიას მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების უფლება მიენიჭა შემდეგ ქალაქებსა და რაიონებში: ახმეტა, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო. კომისიის 2003 წლის 16 მაისის N209/13 გადაწყვეტილებით, შპს „აღორძინებას“ მიენიჭა 11.7 გჰც÷12.2 გჰც სიხშირული ზოლი. კომისიის აღნიშნულ გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული სიხშირეების მინიჭების ვადა. ამავე დროს, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ შპს „აღორძინებამ“ კომისიას მიმართა განცხადებით (07.03.2003), მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი“) გამოყენებით საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურების განსახორციელებლად სამუშაო სიხშირეების გამოყოფის შესახებ და რომ შპს “აღორძინების“ მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულია სამუშაო სიხშირეები: 11.7 გჰც ÷ 12.2 გჰც, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული ქსელის მოწყობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული სიხშირეების მინიჭება შპს ”აღორძინებაზე”, უშუალოდ არის დაკავშირებული კომისიის მიერ აღნიშნულ კომპანიზე 2003 წლის 16 მაისს, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე გაცემულ ლიცენზიასთან და შესაბამისად, სიხშირის მინიჭების ვადა განსაზღვრულა ლიცენზიის მოქმედების ვადით, ანუ 2013 წლის 16 მაისამდე. ამ შემთხვევაში, კომისია ვერ იხელმძღვანელებს „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 53-ე მუხლის პირველი პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, ამ წესების ამოქმედებამდე ლიცენზიის გარეშე საქმიანობისთვის სიხშირის მინიჭების მოქმედების ვადა განისაზღვრა ამ წესების ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით.
2. კომისია დამატებით მიუთითებს „შპს „ორბისთვის“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ კომისიის 2006 წლის 18 დეკემბრის N536/1 გადაწყვეტილებაზე, რომლის შესაბამისადაც, კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „ორბზე“ შიდასაწარმოო და ტექნოლოგიული დანიშნულებით მინიჭებული სიხშირეები, (რომელთა მინიჭების ვადაც არ იყო განსაზღვრული კომისიის გადაწყვეტილებაში,), უშუალოდ იყო დაკავშირებული კომისიის მიერ აღნიშნულ კომპანიაზე 2003 წლის 16 მაისს, მიკროტალღოვანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით, საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო მომსახურებაზე გაცემულ ლიცენზიასთან და შესაბამისად, სიხშირის მინიჭების ვადა განისაზღვრა ლიცენზიების მოქმედების ვადით ანუ 2013 წლის 16 მაისამდე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ არ არსებობს შპს „ტელევიზია კახეთისთვის“ ადმინისტრაციული სახდელის დადების საფუძველი და უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არარსებობის გამო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 232-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის, 228-მუხლის, 232-ე მუხლის პირველი ნაწილის და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად გადაწყვიტა:“
3. კომისიის 2009 წლის 18 ნოემბრის N613/18 გადაწყვეტილების გადაწყვეტილებითი ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. შეწყდეს შპს ”ტელევიზია კახეთისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დადებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის არარსებობის გამო;”
4. გადაწყვეტილებითი ნაწილიდან ამოღებულ იქნას მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები;
5. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):
ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”ტელევიზია კახეთისთვის“ გაგზავნა;
ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება კომისიის გვერდზე ინტერნეტში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;
7. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს ”ტელევიზია კახეთისთვის“ ჩაბარების დღიდან;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
