რიგი ავტორიზებული პირების სანქცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 10, 2010
მიღების თარიღი თებერვალი 26, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისია აკონტროლებს ავტორიზებული პირების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულებას. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ”კომისია აკონტროლებს ავტორიზებულ პირთა მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში განხორციელებულ საქმიანობას, ასევე მათ მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებას.“
კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია სრულად მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. ამავე მუხლის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია შეასრულოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობა, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, აგრეთვე მის მიერ წარმოდგენილ დეკლარაციაში სხვა სახის ცვლილებების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს ამის შესახებ და ცვლილებების რეგისტრაციიდან 7 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულია ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის პერსონალური და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით გათვალისწინებული ის მონაცემები, რომელთა შეტანაც ხორციელდება კომისიის ავტორიზებულ პირთა რეესტრში.
”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს რეგულირების საფასურის გადახდა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირები ვალდებულნი არიან ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 20 რიცხვისა, კომისიის მიერ განსაზღვრული ფორმით წარუდგინონ კომისიას ინფორმაცია გაანგარიშებული რეგულირების საფასურის თაობაზე და ჩარიცხონ კომისიის ანგარიშზე რეგულირების საფასური.
კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მას წარმოებაში აქვს კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათები (01.02.2010 N10/00-10, 08.02.2010 N10/135-10), რომელშიც აღნიშნულია შემდეგი:
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ გაანალიზდა რა კომისიის მიერ, ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისათვის გაგზავნილი წერილის (N03/2777-09, 19.11.2009 წ.) პასუხად კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაცია, დადგინდა, რომ რიგი ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და გ) ქვეპუნქტები, კერძოდ:
1. შპს ”ტვ-კასპის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში 2008 წლის 16 ოქტომბერს განხორცილებული ცვლილების (კომისიაში არსებული მონაცემებით კომპანიის დამფუძნებლები არიან დავითაშვილი ნიკოლოზი-30% და შპს ”ჯი ერ და პარტნიორები”-70%, ხოლო დირექტორი - რევაზ დავითაშვილი, ხოლო წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს ”ჯი ერ და პარტნიორები”, ხოლო დირექტორი - როინ ეფრემიძე) დამადასტურებელი დოკუმენტები (პარტნიორთა კრების ოქმი, პარტნიორთა წილის ნატურით გადაცემის ხელშეკრულება) კომისიაში წარმოადგინეს 2010 წლის 25 იანვარს.
2. შპს ”ჯეო-ცნობარის” დირექტორის ცვლილება (ტარიელ გიორგაძის ნაცვლად ვახტანგ ნათაძე) განხორციელდა 2007 წლის 20 დეკემბერს, ხოლო დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საგადასახადო ინსპექციის ბრძანება №13964/005-4079/005-შპს) კომისიაში წარმოადგინეს 2010 წლის 27 იანვარს;
კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ 2010 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რიგი ავტორიზებული პირებისგან საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ 19.11.2009 N03/2777-09 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ, აღნიშნული ავტორიზებული პირებია: შპს „მადი“, შპს „მინერა ვენჩერზ ეს.ეი.“, შპს „ნამიო“, შპს „ტელეკომპანია აია 3“, ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილი“, შპს „ტირიფი“, შპს „ფარაონი“, შპს „კახეთის ტელეკომუნიკაცია“, შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯია“, ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძე“.
კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ზემოაღნიშნული სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის 15 თებერვალს, კომისიაში დაიწყო რიგი ავტორიზებული პირების სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინებით ეცნობათ ზემოაღნიშნულ ავტორიზებულ პირებს და მოწვეულ იქნენ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ ასევე განემარტათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებებისა და შუამდგომლობების წარმოდგენის, აგრეთვე, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გამოთხოვის უფლება.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილ იქნა კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათი (19.02.2010 N10/235-10), რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს „ტირიფს“, შპს „ფარაონს“, ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძეს“ და შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“ კომისიაში არცერთხელ არ წარმოუდგენიათ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშება.
შპს „კახეთის ტელეკომუნიკაციის“ მიერ რეგულირების საფასურის გაანგარიშება არ წარმოდგენილა კომისიაში 2009 წლის აგვისტოს შემდეგ.
ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილის“ მიერ კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებები არ წარმოდგენილა 2004 წლის მაისის შემდეგ.
შპს „მადის“ მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები კომისიაში არ წარმოდგენილა 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, ამავე დროს, შპს „მადს“ კომისიის მიმართ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 3,579.54 ლარის ოდენობით.
კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის განხილვა გაიმართა კომისიის 2010 წლის 26 თებერვლის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილის“ და შპს „ჯეო ცნობარის“ უფლებამოსილი წარმომადგენლები.
კომისია აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. კომისიის მიერ ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირებისთვის გაგზავნილ იქნა წერილი (N03/2777-09, 19.11.2009 წ) და კომისიის უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის განახლების მიზნით, მოთხოვნილ იქნა კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული უახლესი მონაცემები. ასევე აფილირებულობის დადგენის მიზნით, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებლებისა და კომპანიაში მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ.
2. კომისიის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მიერ, ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ
ა) შპს ”ტვ-კასპის” სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილებები განხორციელდა 2008 წლის 16 ოქტომბერს. კერძოდ, კომისიაში წარმოდგენილია შპს „ტვ კასპის“ პარტნიორთა კრების ოქმი (რომელიც არასრულყოფილი სახით იქნა წარმოდგენილი კომისიაში: წარმოდგენილია პარტნიორთა კრების მხოლოდ ერთი გვერდი), პარტნიორის წილის ნატურით გადაცემის ხელშეკრულება და ამავე დროს, კომისიაში წარმოდგენილია შპს „ჯი ერ და პარტნიორების“ განცხადება გორის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ტვ კასპის“ 2008 წლის 16 ოქტომბრის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, საზოგადოების პარტნიორი რევაზ დავითაშვილი გავიდა საზოგადოებიდან, შემცირდა შპს „ტვ კასპის“ საწესდებო კაპიტალი, საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი გახდა შპს „ჯი ერ და პარტნიორები“ და ამავე დროს, შპს „ტვ კასპის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა რევაზ დავითაშვილი და დირექტორად დაინიშნა როინ ეფრემიძე. კომისიაში არსებული მონაცემებით შპს „ტვ კასპის“ დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენდნენ დავითაშვილი ნიკოლოზი-30% და შპს ”ჯი ერ და პარტნიორები”-70%, ხოლო დირექტორს რევაზ დავითაშვილის. შპს „ტვ კასპის“ მიერ დამფუძნებლებისა და დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2010 წლის 25 იანვარს და არა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ 7 დღიან ვადაში.
ბ) შპს ”ჯეო-ცნობარის” მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად (2007 წლის 19 დეკემბრის შპს „ჯეო-ცნობარის“ პარტნიორთა გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება N/3964/005-4079/005-შპს), 2007 წლის 20 დეკემბერს შეიცვალა შპს „ჯეო-ცნობარის“ დირექტორი და ტარიელ გიორგაძის ნაცვლად კომპანიის დორექტორად დაინიშნა ვახტანგ ნათაძე. აღნიშნული ინფორმაცია კომისიაში წარმოდგენილ იქნა 2010 წლის 27 იანვარს. კომისიაში შპს „ჯეო-ცნობარის“ მიერ წარმოდგენილ განცხადებაში (27.01.2010 N6/308-10) აღნიშნულია, რომ კომისიაში ინფორმაციის დაგვინებით წარმოდგენა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შპს „ჯეო-ცნობარმა“ შეიცვალა ოფისი. ამავე დროს, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცვლილების განხორციელების დღიდან კომისიაში წარმოდგენილ კორესპოდენციას ხელს აწერდა ახალი დირექტორი. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანიამ აღნიშნული ხარვეზის აღმოჩენისთანავე წარმოუდგინა კომისიას ცვლილების განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია.
გ) 2010 წლის 8 თებერვლის მდგომარეობით ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული შემდეგი პირებისგან არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. კერძოდ აღნიშნული პირებია: შპს „მადი“, შპს „მინერა ვენჩერზ ეს.ეი.“, შპს „ნამიო“, შპს „ტელეკომპანია აია 3“, ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილი“, შპს „ტირიფი“, შპს „ფარაონი“, შპს „კახეთის კომუნიკაცია“, შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯია“, ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძე“.
კომისია აღნიშნავს, რომ
1. შპს „მინეტა ვენჩერზ ეს.ეიმ“, შპს „ფარაონმა“ და შპს „კახეთის ტელეკომუნიკაციამ“, კომისის მიმართეს განცხადებებით (7/64-10 16.02.2010; 7/73-10 24.02.2010 N6/710-10 24.02.2010) ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით და 2010 წლის 24 და 25 თებერვალს კომპანიებს გააუქმდათ ავტორიზაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე, გამომდინარე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტიდან; ამავე დროს, კომპანიების მიერ კომისიაში წარმოდგენილია რეგულირების საფასურის ნულოვანი გაანგარიშებები, რითაც აღმოფხვრილია აღნიშნული კომპანიების მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევა. შესაბამისად, შპს „მინეტა ვენჩერზ ეს.ეის“, შპს „ფარაონის“ და შპს „კახეთის ტელეკომუნიკაციის“ მიმართ უნდა შეწყდეს სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, ვინაიდან, რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოდგენასთან დაკავშირებული დარღვევა აღმოფხვრილ იქნა, ხოლო კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მხოლოდ ავტორიზებულ პირს.
2. ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილის“ მიერ 2010 წლის 24 თებერვალს კომისიაში წარმოდგენილ იქნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, ინდ.მეწარმის ჩამოყალიბებიდან დღემდე არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა, ამავე დროს, ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილ იქნა რეგულირების საფასურის გაანგარიშებები. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილს“ უნდა ეპატიოს ინფორმაციის დაგვიანებით წარმოდგენა და გათავისუფლდეს სანქციისგან, ვინაიდან ინდ.მეწარმის მიერ აღმოფხვრილ იქნა დარღვევა და ამავე დროს, ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილის“ მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას ხელი არ შეშლია მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში, ვინაიდან ინდ.მეწარმის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ შეცვლილა კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებული მონაცემები.
3. შპს „მადიმ“ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებლების შესახებ წარმოადგინა 2010 წლის 26 თებერვალს. წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში არ არის შეცვლილი ის მონაცემები, რაც ასახულია კომისიის ავოტრიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მადის\" მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობით კომისიას ხელი არ შეშლია მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში, ვინაიდან კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ შეცვლილა კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებული მონაცემები.
კომპანიის მიერ, კომისიაში ასევე წარმოდგენილ იქნა რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები 2010 წლის იანვრის ჩათვლით, მაგრამ 2010 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, შპს „მადის“ კომისიის მიმართ კვლავ ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება 3,579.54 ლარის ოდენობით. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მადის“ მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტი, რაც წარმოადგენს შპს „მადის“ სანქცირების საფუძველს გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 14 აგვისტოს N394/18 გადაწყვეტილებით შპს „მადის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (23.02.2010 N10/291-10) შესაბამისად, შპს „მადის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „მადის“ მიმაერთ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 10,000.00 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიაკციების შესახებ“ საქართვერლოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის დარღვევის გამო. ამავე დროს, შპს „მადს“ უნდა დაეკისროს ვალდებულება, 2 კვირის ვადაში დაფაროს კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანება.
4. შპს „ჯეო ცნობარის“ მიერ დარვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს შპს „ჯეო ცნობარის“ სანქცირების საფუძველს, გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით. ვინაიდან შპს „ჯეო ცნობარის“ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის მეირ არ ყოფილა გამოყენებული არანაირი სანქცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ჯეო ცნობარს“ უნდა მიეცეს გაფრთხილება საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
5. შპს „ტვ კასპის“ მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს შპს „ტვ კასპის“ სანქცირების საფუძველს, გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილებით შპს „ტვ კასპის“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (23.02.2010 N10/291-10) შესაბამისად, შპს „ტვ კასპის“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტვ კასპის“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 10,000.00 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართვერლოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
6. შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“ მიერ 2010 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით კომისიაში არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ და ამავე დროს, რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებები, შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულ იქნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი და 19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“ სანქცირების საფუძველს, გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის 2009 წლის 31 ივლისის N361/18 გადაწყვეტილებით შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“ მიმართ სანქციის სახით უკვე გამოყენებულია გაფრთხილება. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ავტორიზებულ პირს – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 10000 და არა უმეტეს 30000 ლარისა. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის სამსახურებრივი ბარათის (23.02.2010 N10/291-10) შესაბამისად, შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი არ აღემატება 10,000.00 ლარს. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“ მიმართ სანქციის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა 10,000.00 ლარის ოდენობით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართვერლოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისა და 19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო; ამავე დროს, შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიას“ უნდა დაეკისროს ვალდებულება 7 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინოს კომისიაში რეგულირების ყოველწლიური საფასურსი გაანგარიშებები.
7. შპს „ტელეკომპანია აია 3“-ს მიერ არ იქნა წარმოდგენილი კომისიის მიოერ მოთხოვნილი ინფორმაცია დამფუძნებლების შესახებ და შესაბამისად, კომპანიის მიერ დარღვეულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესხებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტები, რაც წარმოადგენს შპს „ტელეკომპანია აია 3“-ს სანქცირების საფუძველს, გათვალისწინებულს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით. ვინაიდან შპს „ტელეკომპანია აია 3“-ს მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული არანაირი სანქცია, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტელეკომპანია აია 3“-ს უნდა მიეცეს გაფრთხილება საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო.
8. კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა შპს „ნამიო“ წერილი (17.11.2009 N6/3240) სადაც აღნიშნულია, რომ კომპანია აჩერებს თავის ფუნქციონირებას როგორც ავტორიზებული პირი. თუმცა კომანიას ავტორიზაციის გაუქმება არ მოუთხოვია. გამომდინარე იქიდან, რომ ავტორიზაციისა და ავტორიზებული საქმიანობის შეჩერება არ არის გათვალისწინებული „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამავე დროს, კომისიის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ნამიოს“ წარმომადგენელი, რომელიც განმარტებას გააკეთებდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, საკითხის გადადება 2010 წლის 5 მარტის სხდომისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას შპს „ნამიოს“ მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
9. კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისიის სხდომის გამართვის შესახებ ავტორიზებულ პირებს, რომელთა მიმართაც დაწყებულ იქნა სანქცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება, გაეგზავნათ შეტყობინებები. აღნიშნული შეტყობინებების ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება შპს „ტირიფის“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ მიმართ. შესაბამისად, კომისიას მიაჩნია, რომ შპს „ტირიფის“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა უნდა გადაიდოს 2010 წლის 5 მარტისთვის და აღნიშნულ კომპანიებს კიდევ ერთხელ უნდა გაეგზავნოთ შეტყობინებები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში და შესაბამისად, კომისიის მიერ დაცულ იქნას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 33-ე და 34-ე მუხლების, მე-7 თავის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) ბ) გ), მ) და ლ) ქვეპუნქტების, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მარეგულირებელი წესების 36-ე მუხლის მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება შპს „მინეტა ვენჩერზ ეს.ეი“, შპს „ფარაონის“ და შპს „კახეთის ტელეკომუნიკაციის“ სანქცირებასთან დაკავშირებით;
2. ეპატიოს კომისიაში ინფორმაციისა და რეგულირების საფასურის გაანგარიშებების დაგვინებით წარმოდგენა, ინდ.მეწარმე „ზაზა პეტრიაშვილს“ და გათავისუფლდეს სანქციისგან;
3. გადაიდოს შპს „ნამიოს“, შპს „ტირიფის“ და ინდ.მეწარმე „ოთარ ჩიხლაძის“ სანქცირებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 2010 წლის 5 მარტის 16:00 საათისთვის;
4. მიეცეს გაფრთხილება შპს „ჯეო-ცნობარს“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
5. მიეცეს გაფრთხილება შპს „ტელეკომპანია აია 3“-ს, მის მიერ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
6. დაჯარიმდეს შპს „მადი“ 10,000.00 ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ლ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების დარღვევა ეპატიოს;
7. უზრუნველყოს შპს „მადმა“ 10,000.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300663251;
8. უზრუნველყოს შპს „მადმა“ კომისიის წინაშე არსებული რეგულირების საფასურის დავალიანების 3,579.54 ლარის 2 კვირის ვადაში გადახდა, კომისიის ანგარიშზე შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;
-ა/ანგარიში: 609326;
-კოდი: 220101830;
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050;
9. დაჯარიმდეს შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯია“ 10,000.00 ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა), ბ) და ლ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
10. უზრუნველყოს შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიამ“ 10,000.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 300773251;
11. უზრუნველყოს შპს „ინტერკომუნიკეიშენ ჯორჯიამ“ რეგულირების ყოველწლიური საფასურის გაანგარიშებების კომისიაში წარმოდგენა 7 კალენდარული დღის ვადაში;
12. დაჯარიმდეს შპს „ტვ კასპი“ 10,000.00 ლარით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ბ), გ) და მ) ქვეპუნქტების დარღვევის გამო;
13. უზრუნველყოს შპს „ტვ კასპმა“ 10,000.00 ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში 30 დღის ვადაში გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი - 200122900,
- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი - 220101222;
- სახაზინო კოდი - 30043251;
14. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების გაგზავნა გადაწყვეტილებაში აღნიშნული პირებისთვის 7 დღის ვადაში დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით;
15. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
16. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღიდან;
17. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიი აპარატის ადმინისტრაციულ, საფინანსო და სამართლებრივ დეპარტამენტებს (ი.ხარებავა; ი.აბულაძე; კ.ყურაშვილი).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ი.მოსეშვილი
