წვდომის მენიუ

შპს უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” სიხშირეების მინიჭების გაუქმებისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის 22 მაისის № 256/13 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ნომერი: 106 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2010

მიღების თარიღი მარტი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, შპს უსაფრთხოების სამსახურმა “კასკადმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 27 აპრილის  N 5/ბ-1518  დადგენილებით; ს.კ. № 212842110) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/85-10, 26.02.10)  ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში 151.475 მჰც და 157.625 მჰც  სიხშირეების მინიჭების გაუქმების თაობაზე, რომელიც მინიჭებული ჰქონდა კომისიის 2009 წლის  22 მაისის № 256/13  გადაწყვეტილებით.  

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 29-ე მუხლის მე-12 პუნქტის ა) ქვეპუნქტის თანახმად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1.   კომისიის 2009 წლის 22 მაისის  № 256/13 გადაწყვეტილება ცნობილ  იქნას  ძალადაკარგულად  და გაუქმდეს  შპს  უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის” ქ. ბათუმში 151.475 მჰც და 157.625 მჰც    სიხშირეების მინიჭება;

2.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

3.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე);

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს  უსაფრთხოების სამსახური “კასკადისთვის”  ჩაბარებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები