წვდომის მენიუ

შპს „მობილფონისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 11 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 08, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „მობილფონმა” (რეგისტრირებული  ქ. თბილისის დიდუბის რ-ლი სასამართლოს მოერ  N 2/4-687, 01.07.96; ს.კ. №201950228) კომისიას მიმართა განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის № 7/511-09, 16.12.09)  მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონებში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია რადიო-საკომუნიკაციო სისტემების მონტაჟის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”მობილფონის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „მობილფონს” 410.425 მჰც, 415.575 მჰც, 423.950 მჰც,  429.150 მჰც სიხშირეები ქ.თბილისში, აგრეთვე,  151.500 მჰც, 156.950 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ.ხაშურში, რიკოთის უღელტეხილზე და 162.700 მჰც, 169.500 მჰც სიხშირეები ქ. ზესტაფოში, ქ. ქუთაისში, ქ. სენაკში, ქ. ფოთში, ქ. ბათუმში, ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „მობილფონისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „მობილფონისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მობილფონისთვის”  ჩაბარებისთანავე. 

             კომისიის წევრი                                                                                ს. ბრიტანჩუკი        

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები