წვდომის მენიუ

შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია ”ოდიშისთვის” ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ

ნომერი: 113 / 18

გამოქვეყნების თარიღი მარტი 12, 2010

მიღების თარიღი მარტი 05, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემგომში ”კომისია”) აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ულიცენზიოდ ნუმერაციის რესურსით სარგებლობა  აკრძალულია და ისჯება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.”

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,  მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა, ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ულიცენზიოდ ან მინიჭების გარეშე  რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს 2010 წლის 23 თებერვალს წარმოებაში გადაეცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000151, შედგენილი 2010 წლის 22 თებერვალს ქ.ზუგდიდში, რომელშიც აღნიშნულია, რომ შემოწმდა 11718 მჰც ÷ 11886 გჰც სიხშირულ დიაპაზონში შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობის განხორციელება, მიკროტალღოვანი ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (მიტრისის) გამოყენებით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს  ხელს აწერს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მთავარი ინჟინერი ნ. კონდოლელი, უფროსი ინჟინერი გ.ქართველიშვილი და შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნ.ქობალია.

სამართალდარღვევათა ოქმში შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება დაფიქსირებული არ არის.

კომისია აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საკითხის განხილვა შედის კომისიის უფლებამოსილების სფეროში, გამომდინარე იქიდან, რომ ”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 228-ე მუხლის შესაბამისად, ამავე კოდექსის 1441-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიაში დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ სანქცირებასთან დაკავშირებით, მის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.

”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის შესაბამისად, შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ სანქცირებასთან დაკავშირებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოება  დაიწყო 2010 წლის 2 მარტს, რის შესახებაც შეტყობინებით ეცნობა  შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშს” (02.03.2010 N03/588-10), მას ასევე განემარტა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლებით გათვალისწინებული მტკიცებულებების, შუამდგომლობების წარმოდგენისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების გაცნობის უფლება. შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ ასევე განემარტა, რომ  ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  38-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით საქმე განიხილება მასში მონაწილე პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუ შეტყობინებით პირი სხდომაზე მოწვეულ იქნა, ის არ გამოცხადდა და კომისიაში არ არის შემოსული შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

საკითხის განხილვა კომისიაში გაიმართა  2010 წლის 5 მარტს კომისიის სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა შპს „დამოკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ გენერალური დირექტორი დავით გრიგოლია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №000151 ოქმისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების  შესწავლის შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში“ ფლობს, კერძო მაუწყებლობის NB60 და NB92 ლიცენზიებს.

2. შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში“, მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელების მიზნით, ქ.ზუგდიდში იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს 11718 მჰც ÷11886 მჰც კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გარეშე. ამავე დროს, შპს „დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში არსებული ინფორმაციის შესაბამისად, არ აქვს გავლილი ავტორიზაცია მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ45-ე პუნქტის შესაბამისად,  მაუწყებლობის ტრანზიტი წარმოადგენს ავტორიზებად საქმიანობას, რომელიც მოიცავს პირის მიერ მაუწყებლისაგან კანონიერ საფუძველზე მიღებული ტელე- ან რადიოარხის უცვლელი სახით (ტელე- ან რადიოპროგრამებში სარედაქციო ცვლილებების შეტანის გარეშე) გადაცემასა და ბოლო მომხმარებლისათვის მიწოდებას საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობა ხორციელდება ამ საქმიანობის ავტორიზაციის საფუძველზე. შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ არ აქვს გავლილი ავტორიზაცია კომისიაში მაუწყებლობის ტრანზიტის განხორციელებაზე.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება მოიპოვება ლიცენზიის საფუძველზე, აუქციონის წესით. შპს „დამოუკიდებელი ტელრადიოკომპანია „ოდიში“ რადიოსიხშირულ სპექტრს  11718 მჰც ÷11886 მჰც იყენებს კომისიის მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, რაც დადასტურებულია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ.

კომისიის სხდომაზე შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ დირექტორმა აღიარა დარღვევის ფაქტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილი, კერძოდ, შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომანია „ოდიში“ ახორციელებს საქმიანობას ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე და სარგებლობს რადიოსიხშირული სპექტრით ლიცენზიის გარეშე, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშის“ მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ უნდა იქნას ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ დაუყოვნებლივ უნდა აეკრძალოს ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა და ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში.

საქმის განხილვის სტადიაზე დადგინდა, რომ სამართალდარღვევის ჩადენისას ადგილი არ ჰქონია პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს გათვალისწინებულს  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე და 35-ე მუხლებით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 228-მუხლის, 1441-ე მუხლის პირველი ნაწილის, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის  43-ე მუხლის მე-4 პუნქტის, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 36-ე მუხლის მე-13, მე-14, 15-ე 16-ე, 18-ე პუნქტებისა და 38-ე მუხლის  შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად ერთხმად,

გადაწყვიტა:

1. დაეკისროს ჯარიმა შპს დამოუკიდებელ ტელერადიოკომპანია „ოდიშს“ 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ ულიცენზიოდ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობისთვის და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობისთვის;

2. უზრუნველყოს შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა“ წინამდებარე გადაწყვეტილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გადახდა 30 დღის ვადაში, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი  - 200122900,

- ბანკი-სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი  - 220101222;

- სახაზინო კოდი -  300343251;

3. უზრუნველყოს შპს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა“ ჯარიმის გადახდის დამადასტურებლი საბუთის კომისიაში წარმოდგენა გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. უზრუნველყოს დამოუკიდებელმა ტელერადიოკომპანია „ოდიშმა“ 11718 მჰც ÷11886 მჰც სიხშირული სპექტრით სარგებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმინობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა;

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების 7 დღის ვადაში გაგზავნა შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშისთვის“  დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) 10 დღის ვადაში;

7. გადაწყვეტილება ძალაში შედის გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიშისთვის“ ჩაბარების დღიდან;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე);

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შვგულიძე);

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ. ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                                

ს.ბრიტანჩუკი                       

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე         

ი. მოსეშვილი                                                                                                                                             

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები