წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის № 14 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 118 / 17

გამოქვეყნების თარიღი მარტი 15, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა რა, კომისიის 2010 წლის 12 მარტის N 14 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და კომისიის აპარატის მუშაობის წესის მე-2 მუხლის მე-16 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის და მე-18 პუნქტის საფუძველზე, კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. კომისიის 2010 წლის 12 მარტის N 14 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 9 (ცხრა) საკითხი:

ა) სს ”გაერთიანებული ტელეკომისთვის” სიხშირეებისა და ნუმერაციის მინიჭების გაუქმებისა და კომისიის 2008 წლის 22 თებერვლის N95/13, 14 მარტის N126/13, 4 ივლისის N388/13, 25 ივლისის N424/13, 24 ოქტომბრის N613/13 და 2009 წლის 29 მაისის N262/7, 31 ივლისის N373/13 გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);

ბ) ”სს ”საქართველოს ელექტროკავშირისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის №77/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ნ.ნიჟარაძე);

გ) შპს ”სილქნეტისთვის” ნუმერაციის მინიჭების შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

დ) შპს ”სილქნეტისთვის” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს.შავგულიძე);

ე) სს ”გაერთიანებული ტელეკომის” სანქცირების  შესახებ (მომხს. ნ. ნიჟარაძე);

ვ) სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N20, №N51, №N89, №N90, №N91, №N92, №N93, №N95, №N105, №N122, №N136, №N139 ლიცენზიების, რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის №F28 ლიცენზიის გადაპირების და რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებითი გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

ზ) შპს ”ვანექსსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N37 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

თ) შპს ”აჭარის ელექტროკავშირსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N2 და №N140 ლიცენზიის გადაპირების შესახებ (მომხს. დ. კიკნაძე);

ი) “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი).

2. კომისიის 2010 წლის 12 მარტის N 14 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                    

ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი            

კ. კვიტაიშვილი

კომისიის წევრი            

ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი            

ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები