წვდომის მენიუ

შპს ”რადიო ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 119 / 2

გამოქვეყნების თარიღი მარტი 16, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისია (შემდგომში  ,,კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (№06/752-09 22.05.09) მიმართა შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისმა” და მოითხოვა მისი კუთვნილი №B54 ლიცენზიის მოდიფიცირება და  რადიოსამაუწყებლო გადამცემის თბილისის სატელევიზიო ანძიდან გადატანა ”დიდ სერის” გორაზე არსებულ შპს ”მობილფონის” ანძაზე (კოორდინატებით: N-41º41’27” და E-44º44’52).

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,რადიო ევროპა პლიუს თბილისი” ფლობს კერძო მაუწყებლობის №B54 ლიცენზიას შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

”ლიცენზიის სახე: კერძო რადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის სახეობა: საერთო რადიომაუწყებლობა;

მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 99.7 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის განთ. ადგილი: თბილისის ანძა; გეოგრაფ. კოორდინატები: 44E47; 41N41; ანტენის სიმაღლე 100მ; მაუწყებლობის საშ. რად. 25 კმ, ქ. თბილისი;”

განცხადებასთან დაკავშირებით, წარმოდგენილია კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზე დგინდება, რომ გადამცემის გადატანის შემთხვევაში სამაუწყებლო ზონის არსებული ტოპოლოგია უმნიშვნელოდ შეიცვლება რაც ქ. თბილისის მასშტაბით გამოყენებულ სიხშირეზე (99.7 მჰც) მაუწყებლობისაგან დაჩრდილული უბნების გაჩენით არის განპირობებული და მოსალოდნელია რადიოსამაუწყებლო სიგნალების მიმართ გაიზარდოს კომბინირებული ფონური რადიოსიგნალების ხელშემშლელი დონე.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”ევროპა პლიუს თბილისს” ეცნობა აღნიშნული გარემოების შესახებ, რაზედაც 2010 წლის 6 იანვრის (№6/16-10) წერილით კომპანიამ ზემოაღნიშნული მოსალოდნელი ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად კვლავ გამოთქვა სურვილი გადაეტანა კუთვნილი გადამცემი ქ. თბილისის მთაწმინდის სატელევიზიო ანძიდან, ”დიდ სერის” გორაზე არსებულ შპს ”მობილფონის” ანძაზე.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს  ტელე- ან რადიოსიგნალების ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტის მიერ, წარმოდგენილია პროგრამული უზრუნველყოფა ICS Telecom-ის მიერ განხორციელებული ვირტუალური დაფარვის შედეგები, სადაც თვალნათლივ ჩანს დაჩრდილული უბნების უმნიშვნელო ფრაგმენტები. დეპარტამენტის გათვლებით ამ ფრაგმენტების ჯამური ფართობი შეადგენს სრული სამაუწყებლო ზონის 1-2%-ს.

შესაბამისად, შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” განცხადების საფუძველზე, ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 2010 წლის  29 იანვარს კომისიაში დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” №B54 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2004  წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით.

კომისიის 2010 წლის 29 იანვრის №55/23 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში 2010 წლის 26 თებერვალს გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომელსაც ესწრებოდა შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” უფლებამოსილი წარმომადგენელი.

კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის აზრით, ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის  45-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს ”ევროპა პლიუს თბილისის” კუთვნილი №B54 ლიცენზია და შევიდეს ცვლილება კომისიის 2004 წლის 2 ივლისის №313/1 გადაწყვეტილებაში და აღნიშნული გადაწყვეტილების პირველ პუნქტში მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიულო ზონა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები  და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა:

რადიომაუწყებლობა 99.7 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის  განთ. ადგილი: ”დიდ სერის” გორა; გეოგრაფიული კოორდინატები: N-41º41’27” და E-44º44’52; ანტენის სიმაღლე 70მ; მაუწყებლობის საშ. რად. 25 კმ, ქ. თბილისი;”

2. დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტს:

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ)“ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება, ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში  გაგზავნის უზრუნველყოფა (მ. აროშიძე);

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ. ჯავახიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის გაგზავნა შპს ,,ევროპა პლიუს თბილისისათვის” დაზღვეული საფოსტო გზავნილის სახით და გადაწყვეტილების კომისიის ვებ-გვერდზე განთავსება (ნ.ჯანელიძე);

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი თვის ვადაში;

5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის განმცხადებლისათვის ჩაბარებისთანავე;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსს (გ. რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი             

კომისიის წევრები                                                    ა.სიხარულიძე

                                                                                   კ.კვიტაიშვილი          

                                                                                    ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები