წვდომის მენიუ

“სს “საქართველოს ელექტროკავშირი”-სათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N77/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 121 / 19

გამოქვეყნების თარიღი მარტი 23, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებებით მიმართეს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და შპს „სილქნეტმა“, „სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის“ ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N77/7 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

შპს „სილქნეტის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  შპს “სილქნეტი” წარმოადგენს სს “გაერთიანებული ტელეკომის” აფილირებულ პირს და ყველა ის ტექნიკური საშუალება, რომლის მეშვეობითაც სს “გაერთიანებული ტელეკომი” წლების განმავლობაში ახორციელებდა ბოლო მომხმარებლების მომსახურებას ნუმერაციის რესურსით - 07, გადაეცა შპს “სილქნეტს”.

კომისიამ განიხილა სს „გაერთიანებული ტელეკომის“ და შპს „სილქნეტის“ განცხადებები და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არსებული მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნავს შემდეგს:

1. კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N77/7 გადაწყვეტილების შესაბამისად, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ (ყოფილი სს „საქართველოს ელექტროკავშირი“) მიეცა ნებართვა ნუმერაციის რესურსის 07 გამოყენებაზე ნახევრად ავტომატური და ხელით მომსახურების სისტემის საშუალებით საქალქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურების განსახორციელებლად ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე;

     2. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ ავტორიზებული პირებისთვის კომისიის ნებართვით გაცემულია ნუმერაციის რესურსი, აღნიშნული ავტორიზებული პირები ინარჩუნებენ ამ ნუმერაციის რესურსს შესაბამისი ვადის განმავლობაში. 

     3. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-10 პუნქტიდან გამომდინარე, სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ ნუმერაციის რესურით 07 სარგებლობის უფლება აქვს ნუმერაციის ახალ სისტემაზე გადასვლამდე.

     4. სს „გაერთიანებული ტელეკომი“ წარმოადგენს შპს „სილქნეტის“ აფილირებულ პირს, კერძოდ,  დამფუძნებელსა და საწესდებო კაპიტალის 100%-იანი წილის მფლობელს, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ამავე დროს, სს „გაერთიანებული ტელეკომის“ მიერ კომისიაში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული ამონაწერი სს „გაერთიანებული ტელეკომის“ აქციონერთა კრების ოქმიდან, რითაც დასტურდება, რომ სს „გაერთიანებული ტელეკომისა“ და მისი შვილობილი კომპანიების აქტივები (მათ შორის ყველა ის ტექნიკური საშუალება, რითაც კომპანია ახორციელებდა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე მომხმარებლებისთვის საკომუნიკაციო მოსახურების მიწოდებას) შეტანილ იქნა შპს „გაერთიანებული კვანძების“ საწესდებო კაპიტალში, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 2 მარტის NB10029444/3 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „სილქნეტი“.

          ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, რომ არ განხორციელდეს მომხმარებლების მიერ ნუმერაციის რესურს 07-თ სარგებლობის უფლების შეზღუდვა, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ცვლილების განხორციელება „სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის“ ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის N77/7 გადაწყვეტილებაში, რათა ნუმერაციის რესურს 07-თ სარგებლობის უფლება ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემაზე გადასვლამდე, მიენიჭოს შპს „სილქნეტს“, როგორც სს „გაერთიანებულ ტელეკომთან“ აფილირებულ პირს, რომელსაც კომისიაში გავლილი აქვს ავტორიზაცია საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასა და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე.

”საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი”-ს 63-ე მუხლისა და  ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება  კომისიის 2005 წლის 4 თებერვლის  №77/7  გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. მიეცეს ნებართვა შპს „სილქნეტს” ნახევრად ავტომატური და ხელით მომსახურების სისტემის საშუალებით საქალქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურების განსახორციელებლად გამოიყენოს ნუმერაციის რესურსი 07 (ნული-შვიდი);

2.   დაევალოს კომისიის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ჯავახიძე; ნ.ჯანელიძე):

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების შპს ”სილქნეტისთვის” გაგზავნა;

ბ) წინამდებარე გადაწყვეტილების გამოქვეყნება  კომისიის გვერდზე ინტერნეტში;

3.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

4.  გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გადაწყვეტილებითი ნაწილის კომისიის სხდომაზე გამოცხადებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                      ი.ჩიქოვანი

            კომისიის წევრები                                                                 კ.კვიტაიშვილი

                                                                                                            ა.სიხარულიძე

                                                                                                            ი.მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები