წვდომის მენიუ

შპს ”სილქნეტისთვის ” რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 123 / 13

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2010

მიღების თარიღი მარტი 12, 2010

        საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ 2010 წლის 10 მარტს,  შპს ”სილქნეტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (შემოსული №7/99-10,09.03.10) საქართველოს ტერიტორიაზე, რადიოსარელეო ხაზების სადგურების ფუნქციონირებისთვის, იმ რადიოსარელეო სიხშირეების მინიჭების მოთხოვნით, რაც კომისიის გადაწყეტილებებით: №613/13,24.10.08; №424/13,25.07.08; №388/13,04.07.08;  №126/13,14.03.08; №95/13,22.02.08 და №373/13,31.07.09   სს ”გაერთიანებულ ტელეკომს” ქონდა მინიჭებული. აღნიშნული გადაწყვეტილებებით მინიჭებული სიხშირეების გამოყენებაზე სს ”გაერთიანებულმა ტელეკომმა” უარი განაცხადა წერილობით  (№8-15/239,09.03.10),  რის შედეგაც კომისიამ 2010 წლის 12 მარტს მიიღო გადაწყვეტილება  №120/19.                        

         კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”სილქნეტი” რეგისტრირებულია ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ (სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 02.04.2009, საიდენტიფიკაციო კოდი: 204566978),  წარმოადგენს ავტორიზებულ პირს (ავტორიზაციის თარიღი: 10.03.2010), ფლობს საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელებსა და საშუალებებს  და შესაბამისად მომსახურებას უწევს აბონენტებს.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ”ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად, არაკომერციული მიზნითა და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით ესაჭიროებათ რადიოსარელეო ქსელი ან რადიოსარელეო ხაზის ერთი ან რამდენიმე მონაკვეთი, მათ მიერ კომისიაში შეტანილი განაცხადის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს ქსელისა და სადგურების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, კომისია უფლებამოსილია ასეთ პირებს 10 წლის ვადით მიანიჭოს რადიოსიხშირეები აუქციონის გამართვის გარეშე. ამ შემთხვევაში პირი იხდის ამ რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობას, რომელიც     განისაზღვრება       „რადიოსიხშირული   სპექტრით     ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულებით”.

  აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ” სილქნეტს”   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის შესაბამისად განესაზღვრა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად  აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა, რომელიც  შეადგენს  134,084.40 (ას ოცდათოთხმეტი ათას  ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი)  ლარს.        

        კომისია აღნიშნავს, რომ  რადიოსარელეო სიხშირეები გამოყენებულ უნდა იქნას არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით, წარმოდგენილი ტექნიკური მონაცემების (თან ერთვის) შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა გეოგრაფიულ პუნქტებში განლაგებული საკომუნიკაციო მომსახურეობის ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე,  რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის.

    „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-4 პუნქტის და  „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების”  მე-7 მუხლის თანახმად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს შპს ”სილქნეტს”  რადიოსიხშირეები დანართში (თან ერთვის) მითითებული ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, საკომუნიკაციო მომსახურების ქსელის სადგურებს შორის   მაგისტრალურ და სუბმაგისტრალურ მონაკვეთებზე, რადიოსარელეო ხაზების ფუნქციონირებისთვის, არაკომერციული მიზნით და შიდატექნოლოგიური დანიშნულებით 10 წლის ვადით - 2020  წლის  12 მარტამდე, აუქციონის გარეშე;

2.  განესაზღვროს     შპს      ”სილქნეტს”     სიხშირული     რესურსით     სარგებლობის

უფლების მოსაპოვებლად აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა 134,084.40 (ას ოცდათოთხმეტი ათას  ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი)  ლარის ოდენობით.         

3.  უზრუნველყოს შპს ”სილქნეტმა” ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში განსაზღვრული საფასურის ოდენობის 134,084.40 (ას ოცდათოთხმეტი ათას  ოთხმოცდაოთხი ლარი და ორმოცი თეთრი)  ლარის   გადახდა შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით, 1 თვის  ვადაში 2010 წლის 12 აპრილამდე;

      მიმღები: 

      ხაზინის ერთიანი ანგარიში  ა/ა  200122900;

      ბანკი -სახელმწიფო ხაზინა;

      კოდი - 220101222;

      საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 300773402;

 

4. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მიღებისთანავე;

5.  შპს ”სილქნეტის” მიერ ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანხის  ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, წინამდებარე გადაწყვეტილება ცნობილ იქნას ძალადაკარგულად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ხოლო  ამ გადაწყვეტილებიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები გაუქმდეს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან;

6.   აღირიცხოს შპს ”სილქნეტისთვის”    მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

7.   კანონმდებლობის         ცვლილების      შემთხვევაში    შპს             ”სილქნეტისთვის” რადიოსიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში     იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

8.  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ) ) 1 თვის ვადაში;   

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს  (ს.შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის    წევრი                                                                                კ.კვიტაიშვილი

კომისიის    წევრი                                                                               ა.სიხარულიძე

კომისიის    წევრი                                                                                ი.მოსეშვილი

თანდართული დოკუმენტები:
თანდართული დოკუმენტები:
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები