შპს „სტერეო+“- სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 137 / 1

გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2010

მიღების თარიღი მარტი 19, 2010

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 თებერვლის №70/8 გადაწყვეტილების შესაბამისად,  რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სტერეო+“.

ამავე გადაწყვეტილებით, შპს „სტერეო +“-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის (65,711.00 სამოცდა ხუთი ათას შვიდას თერთმეტი) 30%-ს - 19,713.30 (ცხრამეტი ათას შვიდას ცამეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 6,258.20 (ექვსი ათას ორას ორმოცდათვრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარი ანუ 13,455.10 (ცამეტი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „სტერეო+“-ს მიერ ერთი თვის ვადაში გადახდილია 13,455.10 (ცამეტი ათას ოთხას ორმოცდათხუთმეტი ლარი და ათი თეთრი) ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა

1. მიეცეს შპს „სტერეო+“-ს, ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი  რადიოსარელეო კავშირისთვის, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F77 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 293,5 მჰც ± 6 მჰც;

ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 12 მჰც;

გ) სიმძლავრე - 10 ვატი;

დ) სადგურების რაოდენობა თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში-2;

ე) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი, ქ.ბათუმი, ქ.გორი, ქ.თელავი, ქ.დუშეთი, ქ.ჩოხატაური, ქ.ხარაგაული და ქ.ასპინძა;

ვ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2020 წლის 19 მარტამდე;

ზ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა: ლიცენზიის გაცემიდან 1(ერთი) წელი;

თ) შპს „სტერეო +“ ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს მხოლოდ ფიქსირებულ და გადაადგილებად ობიექტებს შორის ორმხრივი  რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად;

2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ს - 45,997.7 (ორმოცდახუთი ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;

- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;

- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300773402;

3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ს - 45,997.7 (ორმოცდახუთი ათას ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 აპრილამდე;

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 მაისამდე;

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 ივნისამდე;

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 ივლისამდე;

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 აგვისტომდე;

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 სექტემბრამდე;

3,833.14  ლარი    -  2010 წლის 19 ოქტომბრამდე;

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 ნოემბრამდე;

3,833.14 ლარი    -   2010 წლის 19 დეკემბრამდე;

3,833.14 ლარი    -   2011 წლის 19 იანვრამდე;

3,833.14 ლარი    -   2011 წლის 19 თებერვლამდე

3,833.16 ლარი    -   2011 წლის 19 მარტამდე;

4. ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ ცვლილების შეტანისას კომისია უფლებამოსილია რადიოსხშირული სპექტრით სარგებლობის NF77 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი შეცვალოს გეგმით გათვალისწინებული სხვა რადიოსიხშირით. ამ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს  კომპენსაცია.

5. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“  და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს „სტერეო+“-სთვის ჩაბარების დღიდან;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს.შავგულიძე).

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                          ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                     ს.ბრიტანჩუკი                                               

                                                                                   ა.სიხარულიძე

                                                                                    ი.მოსეშვილი

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები