შპს „დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთვის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2010
მიღების თარიღი მარტი 19, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2010 წლის 12 მარტის №116/8 გადაწყვეტილების შესაბამისად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“.
ამავე გადაწყვეტილებით, შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, განესაზღვრა ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 2,596.00 (ორი ათას ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარის 30%-ს - 778.80 (შვიდას სამოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს გამოკლებული ბეს სახით გადახდილი 248.00 (ორას ორმოცდარვა) ლარი ანუ 530.80 (ხუთას ოცდაათი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს მიერ, საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში, ერთი თვის ვადაში გადახდილია 530.80 (ხუთას ოცდაათი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და “რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების” შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა
1. მიეცეს შპს დამოუკიდებელ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F78 ლიცენზია და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:
ა) რადიოსიხშირული სპექტრი - 4648 მჰც ± 14 მჰც;
ბ) რადიოსიხშირული ზოლის სიგანე - 28 მჰც;
გ) სიმძლავრე - 5 ვატამდე;
ე) სადგურების რაოდენობა - 1 სადგური;
ვ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: ქ.ქუთაისი;
ზ) მიმართულება:
ზ.ა) ცალმხრივად მოქმედი რადიოსარელეო ხაზის გადამცემის (5 ვატამდე სიმძლავრით) განთავსების ადგილი: ქ.ქუთაისი ზ.გამსახურდიას ქ.N13;
ზ.ბ) რადიოსარელეო ხაზის მიმღების განთავსების ადგილები: ქ.ქუთაისი, თამარ მეფის ქ.N22 და ჭავჭავაძის გამზირი N59/20;
თ) ლიცენზიის მოქმედების ვადა - 2020 წლის 19 მარტამდე;
ი) ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკული საქმიანობის დაწყება;
კ) შპს დამოუკდიებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“ ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად და ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;
2. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1817.2 (ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
- ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო შემოსულობები - N200122900;
- სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - N220101222;
- საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - N300293402;
3. ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის 70%-ის - 1817.2 (ათას რვაას ჩვიდმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
151.43 ლარი - 2010 წლის 19 აპრილამდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 მაისამდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 ივნისამდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 ივლისამდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 აგვისტომდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 სექტემბრამდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 ოქტომბრამდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 ნოემბრამდე;
151.43 ლარი - 2010 წლის 19 დეკემბრამდე;
151.43 ლარი - 2011 წლის 19 იანვრამდე;
151.43 ლარი - 2011 წლის 19 თებერვლამდე
151.47 ლარი - 2011 წლის 19 მარტამდე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) ლიცენზიების გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნის უზრუნველყოფა;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი ასლის შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა ტვ“-სთვის ჩაბარების დღიდან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (მე-2 და მე-3 პუნქტების გარდა) დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპატრამენტს (ი.ხარებავა).
კომისიის თავმჯდომარე ი.ჩიქოვანი
კომისიის წევრები ს.ბრიტანჩუკი
კ.კვიტაიშვილი
ა.სიხარულიძე
ი.მოსეშვილი
