წვდომის მენიუ

შპს ”მაქსტელსა” და შპს ”მობიტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიის გადაპირების შესახებ

ნომერი: 141 / 5

გამოქვეყნების თარიღი მარტი 26, 2010

მიღების თარიღი მარტი 19, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ”მაქსტელმა” (25.02.2010 №6/591-10) და წარმოუდგინა შპს ”მობიტელთან” 2010 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, ნუმერაციის რესურსის პირდაპირი წესით გადაპირების შესახებ.

კომისია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულება ითვალისწინებს შპს ”მაქსტელის” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების, შპს ”მობიტელისთვის” გადაცემას. 

   კომისია აღნიშნავს, რომ შპს ”მაქსტელი” ფლობს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიას  შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-8 (რვა-ექვსი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქართველო

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 10 ოქტომბრამდე;

დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი 70%-ის, 19418 (ცხრამეტი ათას ოთხას თვრამეტი) ლარის  საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება კომისიის 2003 წლის №521/1 გადაწყვეტილების შესაბამისად:

2157.55 - ლარი    - 2004 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2005 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2006 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2007 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2008 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2009 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2010 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2011  წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2012 წლის 10 ნოემბრამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

კომისიამ შეისწავლა ხელშეკრულების პირობები და გამოარკვია, რომ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიის პირდაპირი გადაპირება არ ეწინააღმდეგება ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, ამოწურვადი რესურსით სარგებლობის შეზღუდვებს, გათვალისწინებულს ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით.

კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2010 წლის 10 მარტის №10/351-10 სამსახურებრივი ბარათის თანახმად 2010 წლის 9 მარტის მდგომარეობით შპს ”მაქსტელს” ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიიდან გამომდინარე დავალიანება არ ერიცხება.

   კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ”მაქსტელის” მიერ წარმოდგენილი გადაპირების ხელშეკრულების თანახმად შპს ”მობიტელი” იღებს ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიის დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულებას .

  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია შპს “მაქსტელსა” და შპს ”მობიტელს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიის გადაპირება და შპს ”მობიტელისათვის” ახალი სალიცენზიო მოწმობის გაცემა.

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის  და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად კომისიამ კეჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N31 ლიცენზიის მფლობელად განისაზღვროს შპს ”მობიტელი” და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა) ნუმერაციის რესურსი: 8-6-8 (რვა-ექვსი-რვა) ავტორიზაციით გათვალისწინებული საქმიანობისთვის;

ბ) ლიცენზიით სარგებლობის გეოგრაფიული ზონა: საქრთველო

გ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2013 წლის 10 ოქტომბრამდე;

დ) ამოწურვადი რესურსით სარგებლობის საფასურის დარჩენილი თანხის, 6472,65 (ექვსი ათას ოთხას სამოცდათორმეტი ლარის და სამოცდახუთი თეთრის) ლარის  გადახდის საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება შემდეგი გრაფიკით:

2157.55 - ლარი    - 2010 წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2011  წლის 10 ნოემბრამდე;

2157.55 - ლარი    - 2012 წლის 10 ნოემბრამდე;

ე) პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვალდებულება გადაწყვეტილების ასლის შპს ”მობიტელისათვის” ჩაბარებისთანავე.

ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში, ქსელის ნუმერაციის სისტემა შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ნ.ლორთქიფანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

გ) ლიცენზიის გადაპირების თაობაზე ინფორმაციის გაგზავნისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

3. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი ასლის შპს “მაქსტელსა” და შპს ”მობიტელისთვის” ჩაბარების დღიდან.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ) ერთი  თვის ვადაში;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი პუნქტის ა), ბ), გ) და ე) ქვეპუნქტების შესრულებაზე, დაევალოს კომისიის აპარატის მონიტორინგის დეპარტამენტს (მ.გოთოშია), ხოლო კონტროლი გადაწყვეტილების პირველი პუნქტის დ) პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს (ი.აბულაძე).

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე გარდა პირველი პუნქტისა დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

კომისიის თავჯდომარე:                                                                   ი.ჩიქოვანი

კომისიის     წევრი:                                                                            ს.ბრიტანჩუკი

კომისიის     წევრი:                                                                            კ.კვიტაიშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            ი.მოსეშვილი

კომისიის     წევრი:                                                                            ა.სიხარულიძე

Calendar
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები