საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე
გამოქვეყნების თარიღი მარტი 24, 2010
მიღების თარიღი მარტი 22, 2010
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”) აღნიშნავს, რომ “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, “კომისიის სტატუსი, მისი ფორმირებისა და საქმიანობის წესი, კომისიის თავმჯდომარის უფლებები და მოვალეობები, კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა, მათი დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა, კომისიის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლები, კომისიის სამართლებრივი აქტები, აგრეთვე კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ინტერესთა კონფლიქტის გარემოებები განისაზღვრება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და კომისიის დებულებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიის დებულება მტკიცდება კომისიის დადგენილებით.
კომისია აღნიშნავს, რომ “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში 2010 წლის 12 მარტის № 1 დადგენილებით შევიდა ცვლილებები და დამატებები, კერძოდ, შეიცვალა კომისიის აპარატის სტრუქტურა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ საჭიროა კომისიის ახალი გრაფიკული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება, რაც შესაბამისობაში მოვა “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კომისიის 2010 წლის №1 დადგენილებასთან.
კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, “კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხზე, რომელიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისთვის”.
კომისიას აღნიშნავს, რომ იგი უფლებამოსილია 2010 წლის 12 მარტის №1 დადგენილების საფუძველზე, ასევე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვროს კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურა და დაამტკიცოს კომისიის ახალი საშტატო ნუსხა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის, “დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-151 მუხლის, “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად
გადაწყვიტა:
1. დამტკიცდეს კომისიის აპარატის გრაფიკული სტრუქტურა თანდართული ფორმით (დანართი 1);
2. დამტკიცდეს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხა თანდართული ფორმით (დანართი 2);
3. კომისიის აპარატის ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე კომისიის აპარატში დასაქმებულთა გადაყვანა განხორციელდეს 2010 წლის 22 მარტიდან;
4. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (გ. კვანტალიანი) კომისიის აპარატში დასაქმებულთა ახალი საშტატო ნუსხის შესაბამისად თანამდებობებზე დანიშვნის ბრძანებებისა და შესაბამისი შრომის ხელშეკრულებების გაფორმება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი. ხარებავა).
|
კომისიის თავმჯდომარე |
ი. ჩიქოვანი |
|
კომისიის წევრი |
ს. ბრიტანჩუკი |
|
კომისიის წევრი |
კ. კვიტაიშვილი |
|
კომისიის წევრი |
ა. სიხარულიძე |
|
კომისიის წევრი |
ი. მოსეშვილი
|
