წვდომის მენიუ

შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 15 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 18, 2010

მიღების თარიღი იანვარი 08, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს „ენ ბი ოუ-ახალმა ბიზნეს შესაძლებლობებმა”   (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მოერ  ს.კ. № 205260055) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/504-09, 14.12.09) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია ტაქსებსა და დისპეჩერს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობების”   მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირე გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მიენიჭოს შპს „ენ ბი ოუ-ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს”   407.250 მჰც  და 412.450 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში  ერთი წლის ვადით  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ. ქურდაძე);

3. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის”    სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის, მონიტორინგისა და კოორდინაციის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6.გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ენ ბი ოუ-ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისთვის”   ჩაბარებისთანავე. 

             კომისიის წევრი                                                                                ს. ბრიტანჩუკი                 

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

            კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები