წვდომის მენიუ

შპს “ოპტიმუმისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 152 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 06, 2010

მიღების თარიღი მარტი 26, 2010

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს “ოპტიმუმმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ N 06/5/ბ-242; სკ. № 204480515) კომისიას მიმართა განცხადებით  (კომისიაში რეგისტრაციის № 7/103-10; 15.03.10) ქ. თბილისში დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში  სიხშირეების მინიჭების თაობაზე. სიხშირეები გათვალისწინებულია დაცვითი საქმიანობის პროცესში თანამშრომლებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის და გამოყენებული იქნება მხოლოდ შპს ”ოპტიმუმის” მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით.

კომისია აღნიშნავს, რომ მინიჭებული სიხშირეები გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით და არ უნდა იქნას გადაცემული სხვა პირზე.

 “ელექტრონული კომუნიკაციების  შესახებ” საქართველოს კანონის 471 მუხლის მე-3 პუნქტისა და “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების” 29-ე მუხლის შესაბამისად,  კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    მიენიჭოს შპს “ოპტიმუმს” 411.100 მჰც და 416.400 მჰც სიხშირეები ქ. თბილისში ერთი წლის ვადით ოპერატიული რადიოკავშირისათვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით;

2.   აღირიცხოს შპს “ოპტიმუმისთვის”  მინიჭებული სიხშირეები კომისიის უწყებრივ რეესტრში (რ.ქურდაძე);

3.   კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს “ოპტიმუმისთვის” სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნას  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ) ერთი თვის ვადაში;   

5.   კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტს (ს. შავგულიძე). 

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს ამ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს ”ოპტიმუმისთვის” ჩაბარებისთანავე. 

კომისიის თავმჯდომარე                                                                  ი. ჩიქოვანი

კომისიის წევრი                                                                                 ს. ბრიტანჩუკი          

            კომისიის წევრი                                                                                 კ. კვიტაიშვილი

            კომისიის წევრი                                                                                 ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                                                 ი. მოსეშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები