წვდომის მენიუ

სს ”ინფოჯორჯია XXI”-სთვის ნუმერაციის რესურსის მინიჭების შესახებ

ნომერი: 159 / 15

გამოქვეყნების თარიღი მარტი 29, 2010

მიღების თარიღი მარტი 26, 2010

   საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (22.02.2010 №7/70-10) მიმართა სს ”ინფოჯორჯია XXI”-მა ციფრების ორნიშნა კომბინაციის - 09 ნუმერაციის რესურსის ხელახალი ვადით მინიჭებასთან დაკავშირებით ქ.თბილისში.

       კომისია აღნიშნავს, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს კომისიის 2009 წლის 24 აპრილის №202/7 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ნუმერაციის რესურსი - 09 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, 1 წლის ვადით 2010 წლის - 24 აპრილამდე ქ.თბილისში;

   სს ”ინფოჯორჯია XXI” ახორციელებს აბონენტების საცნობარო მომსახურებას საყოფაცხოვრებო, საქმიან, პროფესიულ და ინტელექტუალურ სფეროში.

    კომისია აღნიშნავს, რომ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია ანიჭებს ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით დროებით,  1 წლის ვადით გამოყენებისათვის.

       გამომდინარე იქედან, რომ სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ მოთხოვნილი ნუმერაციის რესურსით, ციფრების ორნიშნა კომბინაციით - 09 (ნული-ცხრა) სარგებლობა არ არის  დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან, ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან და მისი გამოყენება დაგეგმილია არაავტორიზებადი საქმიანობისთვის - საინფორმაციო მომსახურების უზრუნველსაყოფად, კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, განმეორებით, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით, ერთი წლის ვადით მიანიჭოს სს”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი 0-9 (ნული-ცხრა) ქ.თბილისში.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 471-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

   გადაწყვიტა:

1.  მიენიჭოს სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს ნუმერაციის რესურსი - 0-9 (ნული-ცხრა) დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით,  1 წლის ვადით, 2010 წლის - 24 აპრილიდან, 2011 წლის 24 აპრილამდე, ქ.თბილისში;

2.  სს ”ინფოჯორჯია XXI” არ არის უფლებამოსილი აღნიშნული ნუმერაციის რესურსი გამოიყენოს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობისთვის;

3.  კომისია უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კანონმდებლობის შეცვლის ან/და ნუმერაციის ერთიან სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, სს ”ინფოჯორჯია XXI”-ს მიერ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საკითხი შესაბამისობაში მოიყვანოს ნუმერაციის ახალ ეროვნულ სისტემასა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, რაც გულისხმობს ნუმერაციის შეცვლის უფლებამოსილებასაც. ამ შემთხვევაში სს”ინფოჯორჯია XXI”-ს არ წარმოეშვება კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.

4.   გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს 2010 წლის 24 აპრილიდან;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.) ერთი  თვის ვადაში;

6.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ნუმერაციის რესურსის მართვის დეპარტამენტს (მ. გოთოშია).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ი.ჩიქოვანი

კომისიის წევრები                                                               

ს.ბრიტანჩუკი

კ.კვიტაიშვილი

ა. სიხარულიძე

ი.მოსეშვილი

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები